უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 აპრილი, 2018 12:30
font-size

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა ჯგუფმა სახალხო დამცველს გიგი უგულავასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა ჯგუფმა მიმდინარე წლის 3 მარტს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა.

სააგენტოს თანამშრომელთა ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ განცხადების შინაარსის მიმართ მხარდაჭერა განცხადების შეტანის მომენტისთვის 506-მა თანამშრომელმა დაადასტურა. მათივე ცნობით, საჯარო რეესტრის თანამშრომლები აგრძელებნ განცხადებაში დაფიქსირებული პოზიციის მხარდაჭერას და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება.

,,მიმდინარე წლის 28 მარტს, პოლიტიკური გაერთიანება ,,ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ სააგენტოს თანამშრომლებს საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა. მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში საჯარო რეესტრის თანამშრომლები დამამცირებელი ეპითეტებით მოიხსენია, როგორიცაა: „სამარცხვინო ქალი“, „ქალი დეკორაცია“, „გაბადრული ქალი“.

გაკეთებულ განცხადებაში სიძულვილის ენით გაჟღენთილი და დამამცირებელი ზემოაღნიშნული ეპითეტები წარმოადგენს სქესის ნიშნით დისკრიმინაციას და მიმართულია საჯარო რეესტრში დასაქმებული ადამიანების პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვისაკენ. საჯარო პირის მიერ სქესის ნიშნით ქალთა გამორჩევა და მათ მიმართ ასეთი დამამცირებელი, სალანძღავი სიტყვების გამოყენება წარმოადგენს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის საჯაროდ წახალისებას.

ეს ადამიანები ყოველდღიური, დაუღალავი შრომით აშენებენ საქართველოს მომავალს, მათ ჰყავთ ოჯახები, ზრდიან შვილებს და არიან საკუთარი საქმის პროფესიონალები. სწორედ მათი მონაწილეობითა და დაუღალავი შრომის შედეგად შეიქმნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის სისტემა.

გიგი უგულავა ამ სიტყვებით მოიხსენიებს მისთვის სრულიად უცნობ ადამიანებს, რომლებმაც ნაყოფიერი 5 წლიანი მუშაობის შემდეგ ერთობლივი ფოტო გადაიღეს და ღიმილით დაუდასტურეს პატივისცემა ყოფილ ხელმძღვანელს- პაპუნა უგრეხელიძეს.

სოციალურ ქსელში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებული ქალების მიმართ წარმოებულ კამპანიას რაც არ უნდა იყოს მისი წარმოების რეალური მოტივი, ხაზს უსვამს მამაკაცის დომინანტურ როლს, ამკვიდრებს გენდერულ დისკრიმინაციას, აღვივებს სტიგმას და სტერეოტიპებს, რაც განაპირობებს ქალების მარგინალიზაციას და ხელს უწყობს საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენების ფორმირებას.

ვიმედოვნებთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები ადეკვატურ შეფასებას მისცემენ საჯარო რეესტრში დასაქმებული ქალების მიმართ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ საჯარო განცხადებებს, ხოლო მედიასაშუალებები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს გახდიან და ობიექტურად გააშუქებენ საჯარო რეესტრში დასაქმებული თანამშრომლების პოზიციას და მიმდინარე მოვლენებს.

ჩვენ, საჯარო რეესტრის თანამშრომლები, მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს – ნინო ლომჯარიას, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს გიგი უგულავას საჯარო განცხადებაზე და უზრუნველყოს ქალთა პატივისა და ღირსების დაცვა“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც სააგენტოს თანამშრომლებმა სახალხო დამცველს მიმართეს.

საქართველოს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს მეგობარი ქვეყნების ფასდაუდებელი დახმარებისა და მეგზურობის გარეშე - ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს მიმართავს

26 მაისი, 2020 , 15:00

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს წერილით მიმართავს. მისი თქმით, უცხოელი დიპლომატები დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებშ

პირველად კაცობრიობის ისტორიაში, მსოფლიო გაჩერდა და იძულებული გავხდით, დავფიქრებულიყავით - სალომე ზურაბიშვილი

26 მაისი, 2020 , 12:22

პირველად კაცობრიობის ისტორიაში, მსოფლიო გაჩერდა და იძულებული გავხდით, დავფიქრებულიყავით, როგორი იქნება მსოფლიო ამ გაჩერების შემდეგ და ჩვენ რა ადგილს დავიკავებთ ახალ მსოფლიოში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომ

დონალდ ტრამპი გიორგი გახარიას - ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს

26 მაისი, 2020 , 12:10

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური

უკრაინაში საქართველოს ელჩთან კონსულტაციები დასრულდა

25 მაისი, 2020 , 16:33

უკრაინაში საქართველოს ელჩთან, თეიმურაზ შარაშენიძესთან კონსულტაციები საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს დასრულდა. ელჩისგან მოისმინეს ინფორმაცია უკრაინა-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებსა და პერსპექტივებზე. ამის შესახებ საგა

პარლამენტში ეკონომიკურ საკითხებზე დახურული შეხვედრა გაიმართება

25 მაისი, 2020 , 14:53

ჩვენ ძალიან მალე ველოდებით პრემიერის მოსვლას პარლამენტში. ამის შემდეგ ვგეგმავ, რომ კომიტეტის ფარგლებში ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე გავმართო შეხვედრა, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომი

თეიმურაზ შარაშენიძე დღეს საგარეო უწყებაში არის დაბარებული

25 მაისი, 2020 , 10:15

უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არის დაბარებული. ის ოფიციალურმა თბილისმა კონსულტაციებისთვის მას შემდეგ გამოიწვია, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკ