უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 სექტემბერი, 2017 14:40
font-size

საჯარო რეესტრის მობილური აპლიკაცია მომხმარებლებს უძრავი ქონების რეესტრის სერვისებით სარგებლობის საშუალებას აძლევს

მობილური აპლიკაცია NAPR მომხმარებლებს მობილური ტელეფონით ან პლანშეტური კომპიუტერით უძრავი ქონების რეესტრის სერვისებით სარგებლობის საშუალებას აძლევს. აპლიკაციის გადმოტვირთვა App Store–დან და Play Market–დან არის შესაძლებელი.

როგორც საჯარო რეესტრში განმარტავენ, მობილური აპლიკაციით მომხმარებელს შეუძლია მოძებნოს უძრავი ქონების ამონაწერი, გაეცნოს მესაკუთრის ვინაობას, რეგისტრირებულ ფართობს და ამონაწერში ასახულ სხვა მონაცემებს, თვალი ადევნოს სარეგისტრაციო წარმოების სტატუსს და დაათვალიეროს კონკრეტულ უძრავ ქონებაზე განხორციელებული ყველა ტრანზაქცია.

მობილური აპლიკაციით სასურველი უძრავი ქონების მოძებნა განცხადების ნომრით, პიროვნების/ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო მონაცემებით, მისამართითა და საკადასტრო კოდით არის შესაძლებელი.

მასთანავე, GPS სენსორის მეშვეობით, 360°-ის რადიუსზე, სასურველი მიმართულებით მოწყობილობის მიტრიალებისას, აპლიკაცია ტერიტორიულად ახლომდებარე რეგისტრირებული უძრავი ქონების ჩამონათვალს, საიდენტიფიკაციო მონაცემებს და ობიექტებამდე დაშორების მანძილს აჩვენებს. გასათვალისწინებელია, რომ ძებნის ამ ფუნქციით სარგებლობისთვის GPS სისტემის გამართულად მუშაობაა საჭირო (შენობის შიგნით შესაძლოა მოწყობილობამ GPS კოორდინატები ვერ მიიღოს).

მობილური აპლიკაცია უძრავ ქონებაზე 2017 წლის 20 თებერვლის შემდეგ მომზადებული ამონაწერების ბლოკჩეინ სისტემაში გადამოწმების საშუალებასაც იძლევა. აპლიკაციით, ამონაწერთან ერთად, ბიტკოინ ტრანზაქციის იდენტიფიკატორისა და ბიტკოინის ჰეშის ნახვაც არის შესაძლებელი.

NAPR აპლიკაცია ანდროიდისა და iOS-ის ოპერაციული სისტემის მქონე მობილური ტელეფონებისა და პლანშეტური კომპიუტერებისთვის არის ხელმისაწვდომი.

აპლიკაციას უახლოეს მომავალში უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლების, რეგისტრირებულ მონაცემებში ხარვეზის შესწორებისა და საკადასტრო გეგმის მომზადების ფუნქციები დაემატება.

Android - https://play.google.com/store/apps/details?id=com.naprapps.NAPR

IOS - ttps://itunes.apple.com/app/id1235830927

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი