უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 ივლისი, 2019 16:15
font-size

საჯარო რეესტრმა “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა

საჯარო რეესტრმა ტელეკომპანია “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშსა და შპს “პანორამას” გადაუფორმა.

ცვლილებები საჯარო რეესტრში უკვე ასახულია. ცვლილებების თანახმად, შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60% ქიბარ ხალვაშზე გადაფორმდა, 40% კი – შპს “პანორამაზე”.

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ, საჯარო რეესტრს მონაცემებში ცვლილებების დაჩქარებულ შეტანაზე რამდენიმე საათის წინ მიმართა, რაც უკვე განხორციელდა კიდეც.

სალიას განმარტებით, ტელეკომპანიაში უფლებამოსილების განხორციელებას ის ორ დღეში შეუდგება. ქიბარ ხალვაშის განცხადებით, პაატა სალია ნიკა გვარამიას ჩაანაცვლებს და პარალელურად, “რუსთავი 2”-ის ფინანსური მდგომარეობის შესწავლას დაიწყებს.

ნიკა გვარამიას განმარტებით კი, მას ტელეკომპანიასთან კონტრაქტი აკავშირებს, რომლის დარღვევისთვის მას სერიოზული გარანტია უნდა გადაუხადონ, რაც 5 მილიონს შეადგენს. კონტრაქტის გაუქმებაზე დავა კი, მასში არსებული დათქმით, მხოლოდ ლონდონის სასამართლოშია შესაძლებელი.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა

24 აგვისტო, 2019 , 12:03

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი წელს ერთი კვირით გვიან, აგვისტოს მეოთხე შაბათს, 24 აგვისტოს გაიხსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება გადამფრენი ფრინველების დაცვის მიზნით მ

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

24 აგვისტო, 2019 , 11:50

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანგოშვილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისათვის, სავარაუდოდ, ერთი პირია დაკ

მეტროში ელექტრო კაბელებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ჯამური ღირებულება 15 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტია

24 აგვისტო, 2019 , 11:50

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით თბილისის მეტროს კაბელებისა და ვენტილაციის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. პროექ

პენიტენციურ დაწესებულებებში მარიამობასთან დაკავშირებით ამანათების მიღება 26 აგვისტოს დაიწყება

24 აგვისტო, 2019 , 11:00

პენიტენციური დაწესებულებები მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათებს 26 და 27 აგვისტოს, 09:00-დან 18:00 საათამდე მიიღებენ. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, უწყების დაქვემდებარებაშ

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის ელჩს შეხვდა

23 აგვისტო, 2019 , 17:50

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს და ევროკავშირის წარმომადგენელს ივონ გოგოლს შეხვდა. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სახელმწიფო ინსპექტორის მოა

ანაკლიაში, ფესტივალის დასრულებამდე, სამედიცინო დახმარების პუნქტები განთავსდა

23 აგვისტო, 2019 , 17:25

ჯანდაცვის სამინისტრომ ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დასრულებამდე, პირველადი სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და შესაბამისი აღჭურვილობის 1 რეანიმობილი განათავსა. აღნიშნული, საგანგე

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს