უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 მარტი, 2017 14:20
font-size

საჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ტელევიზიის ახალი დირექტორის რეგისტრაცია შეაჩერა

საჯარო რეესტრმა საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" ახალი დირექტორის რეგისტრაცია შეაჩერა. დეკანოზმა მიქაელ ფოფხაძემ ილია მეორის გადაწყვეტილება წარადგინა.

როგორც საჯარო რეესტრში განმარტავენ, დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ პირობებს.
"რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, შპს „საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნების“ ერთადერთ პარტნიორს წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქო.

ვინაიდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირი საპატრიარქო მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორს, სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობაში მისი, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა დამოწმდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით", - წერია საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში.

ფოფხაძეს რეგისტრაციის პირობების დასაკმაყოფილებლად 30 დღე აქვს.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სინოდმა მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ამ თანამდებობიდან გადააყენა.

ნინო ექვთიმიშვილი

6 და 7 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოთოვს

5 დეკემბერი, 2020 , 15:10

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-7 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ნისლი, მაღალმთიან ზონაში ზოგან ქარბუქი. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალ

სალომე ზურაბიშვილმა ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში გააცილა

5 დეკემბერი, 2020 , 15:10

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში გააცილა. მან სამხედროებს სიტყვით მიმართა. „მოგესალმებით, გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო, რიგითებო. ჩემთვის დიდი პა

შს მინისტრის მოადგილემ სექსუალური შევიწროების საკითხებზე ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

5 დეკემბერი, 2020 , 13:00

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა მონაწილეობა მიიღო ონლაინ კონფერენციაში – „სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების განხორციელება: მიღწეული შედეგები და გამოწვევები&ldq

დღეს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

5 დეკემბერი, 2020 , 13:00

დღეს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 1980 წლის 5 დეკემბერს გაერთიანებული ერების კონფერენციამ ბიზნესის შემზღუდავი პრაქტიკის კონტროლის მრავალმხრივად შეთანხმებული წესები და პრინციპები დაამტკიცა. 2010 წელს 5 დეკემბ

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456. მათ შორის, 6 768 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში

5 დეკემბერი, 2020 , 12:15

მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორ თვიანი კონკრეტული გეგმის ფარგლებში, უკვე დაიწყო ინტენსიური ტესტირება, რომელიც სახელმწიფოს მიერ დღეში 20 000 ტესტის ჩატარებას გულისხმობს.  დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში მომხმარებელთა მიერ უკვე 6 084 განაცხადი დარეგისტრირდა

5 დეკემბერი, 2020 , 12:15

დღევანდელი მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მომხმარებელთა მიერ უკვე 6 084  განაცხადი დარეგისტრირდა.   ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.   შე