უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 აპრილი, 2020 12:20
font-size

საჯარო რეესტრმა სერვისების მიწოდება განაახლა

9 აპრილიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სერვისების გაცემას აახლებს. ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის საჯარო რეესტრის უკვე 150-მდე მომსახურება დისტანციურად იქნება ხელმისაწვდომი. სერვისების ნაწილზე გამარტივდა მათი მოთხოვნისა და მიღების ფორმები.

მოქალაქის პორტალზე (My.gov.ge), ასევე, სააგენტოს ელფოსტაზე (info@napr.gov.ge) საჯარო რეესტრის მომხმარებლებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ მიიღონ როგორც ბიზნესის, ისე უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული სერვისები.

მოქალაქეს პორტალზე – MY.GOV.GE ელექტრონული ხელმოწერის განხორციელების გარეშე შეუძლია:

  • საჯარო რეესტრიდან ინფორმაციისა და ცნობების მიღება;
  • ამონაწერის მომზადება უძრავ ნივთებზე უფლებების რეესტრიდან, ბიზნესრეესტრიდან, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან, გირავნობა/ლიზინგის რეესტრიდან;
  • განცხადებების ძებნა.

მოქალაქეები my.gov.ge-ზე სერვისების ერთი ნაწილის მიღებას შეძლებენ ელექტრონული ხელმოწერის გარეშე, თუმცა, სერვისების ნაწილზე საკუთრების უფლების დაცულობიდან გამომდინარე, საჭირო იქნება ავტორიზაცია და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება.

პორტალზე – MY.GOV.GE კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა შემდეგი სერვისების მისაღებადაა საჭირო:

უძრავ ქონებაზე დადებული გარიგებების რეგისტრაცია, როგორიცაა ჩუქება, მემკვიდრეობა, გაცვლა, ნასყიდობა, იპოთეკის, იჯარის, ქირავნობის რეგისტრაცია და სხვა;

  • ქონების დაყოფა ან გაერთიანება;
  • ახალი ბიზნესსუბიექტის დარეგისტრირება;
  • კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა კრების მოწვევა და ჩატარება;
  • ეკონომიკური საქმიანობის დარეგისტრირება;
  • საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია და სხვა.

იმისათვის, თუ როგორ მიიღოთ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისთვის საჭირო ID ბარათის წამკითხველი, დარეკეთ ნომერზე: 032 2 405 405.

თუკი მოქალაქე ვერ ახერხებს ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებას, გარკვეული სერვისების დისტანციურად მიღება საჯარო რეესტრის ელფოსტითაც (info@napr.gov.ge ) არის შესაძლებელი. მაგალითად, მოქალაქეს ელფოსტის საშუალებით შეუძლია გააკეთოს განაცხადი მიწის რეგისტრაციის თაობაზე.

მოქალაქეები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეძლებენ, მოითხოვონ:

  • მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია;
  • საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღა, აკრძალვა) რეგისტრაცია;
  • საკადასტრო გეგმის ან საკადასტრო რუკის მომზადება;
  • ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ცნობა-დახასიათება ან საინვენტარიზაციო გეგმების მომზადება;
  • არქივში დაცული დოკუმენტის ასლების მიღება;
  • მისამართის დაზუსტება და ფართისთვის ნომრის მინიჭება;
  • რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება;
  • მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილება;
  • ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა და სხვა.

დისტანციურ რეჟიმში მიწოდებული სერვისების გარდა, მოქალაქეები რამდენიმე ისეთი სერვისის მიღებას შეძლებენ, რომელიც საკუთრების უფლების დაცვისთვის დოკუმენტის მატერიალური სახით წარდგენას საჭიროებს. ასეთი მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარი ჩაწერის გზით ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 405 405. ოპერატორი მომხმარებელს დაუჯავშნის რიგს და შეხვედრას ჩაუნიშნავს კონკრეტულ დღეს, საათსა და ადგილს, სადაც მოქალაქე უნდა მივიდეს.

გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სამოცდაათი წლის და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს საჯარო რეესტრის წარმომადგენლები საცხოვრებელ ადგილას გაუწევენ სერვისის მისაღებად საჭირო მომსახურებას. მომსახურების გაწევის პროცესში სრულად იქნება დაცული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე: 0322 405 405.

დისტანციურ რეჟიმში (ელფოსტით ან ელექტრონული ხელმოწერის შესრულებით თუ მის გარეშე) და მატერიალური ფორმით ხელმისაწვდომი სერვისების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://napr.gov.ge/p/1917 .

ეროვნული ბანკი ინოვაციური ფინანსური პროდუქტების ტესტირებისთვის რეგულირების ლაბორატორიას ქმნის

28 მაისი, 2020 , 17:07

ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ფინანსური პროდუქტების ხელმისაწვდომობისა და მოხერხებულობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.  საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია ახალი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მხარდა

საქართველოს მთავრობა 5 წლის განმავლობაში დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის 4 პროცენტს ყველა იმ კონტრაქტის, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე - გიორგი გახარია

28 მაისი, 2020 , 13:50

რა თქმა უნდა, ჩვენ მივმართეთ ძალისხმევა სამშენებლო სექტორის მიმართ და ის პროგრამა, რომლის პრეზენტაციასაც დღეს იქნება, არის აბსოლუტურად რეალისტური და კონკრეტული. ჩამოვთვლი მხოლოდ რამდენიმე პუნქტს ამ პროგრამიდან: საქართველ

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და ბონის უნივერსიტეტის პროფესორ შორის პოსტკრიზისულ პერიოდში საზოგადოების განვითარების შესახებ ონლაინ საუბარი შედგა

28 მაისი, 2020 , 12:45

„კოვიდ 19 და ამ რესპირატორული ვირუსით გამოწვეული დაავადება მუდმივად დარჩება ჩვენთან, ჩვენ მას ვერასოდეს გავაქრობთ”, - ამის შესახებ ბონის უნივერსიტეტის შემეცნების თეორიის, ახალი დროისა და თანამედროვე ფილოსოფიი

ნუნუ მიცკევიჩმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა

28 მაისი, 2020 , 12:00

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულების დაჯილდოების ონლაინ ცერემონიაში მიიღო მონ

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

28 მაისი, 2020 , 11:23

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინება. სრ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

28 მაისი, 2020 , 11:19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 738 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge -ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა