უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

16 ივნისი, 2018 15:46
font-size

საჯარო სამსახურებში დასაქმებული ,,ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს ესხმიან ოპოზიციას - ენმ

"ქართული ოცნების" აქტივისტები, რომლებიც საჯარო სამსახურებში არიან დასაქმებული ოპოზიციას თავს ესხმიან.

შესაბამისი განცხადება აჭარის უმაღლესი საბჭოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია აბულაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

აბულაძე ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატზე, ბესო ქათამაძეზე თავდასხმის ფაქტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ეფექტიანი გამოძიება უნდა აწარმოოს დამნაშავეების დასასჯელად.

"2018 წლის 30 აპრილს გამთენიისას ბიძინა ივანიშვილს გადაჰქონდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ხე. „ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის და ბათუმის საკრებულოს წევრებმა, ასევე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მოითხოვეს დოკუმენტების წარმოდგენა და უკანონობის აღკვეთა. ასობით პოლიციელის თვალწინ ქობულეთის საკრებულოს წევრი ვაჟა შავიშვილი და მისი ძმა თენგიზ შავიშვილი თავს დაესხნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს, ბათუმის საკრებულოს წევრს ნოდარ დუმბაძესა და როინ ზოიძეს, ასევე ქობულეთის საკრებულოს წევრს ბონდო თედორაძეს და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ედუარდ თედორაძეს, რომლებსაც მიაყენეს ფიზიკური დაზიანება.

პოლიცია არის ხელფეხშეკრული და გაფრთხილებული არიან, რომ არანაირი რეაგირება არ მოახდინონ მომხდარ დანაშაულზე. პოლიციელები უშუალოდ ესწრებოდნენ დანაშაულის ჩადენის პროცესს, როცა შეიარაღებული შავიშვილები თავს ესხმოდნენ ადამიანებს, თუმცა, რეაგირებას არ ახდენდნენ, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალიჩინოსნებისგან მიღებული აქვთ დავალება, რომ რეაგირება არ მოახდინონ.

როგორც ჩანს დაუსჯელობამ წაახალისა ოზურგეთის საკრებულოს ქართული ოცნების წევრებიც და გუშინ თავს დაესხნენ ოზურგეთის საკრებულოს წევრსა და აგვისტოს ომის მონაწილეს ბესო ქათამაძეს.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დააკავოს პოლიციამ და დაისაჯონ დანაშაულის ჩამდენი „ქართული ოცნების“ მოძალადე საკრებულოს წევრები და შეუწყდეთ საკრებულოს წევრის უფლებამოსილება; პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ პოლიციისთვის უკანონო დავალების გაცემასთან დაკავშირებით, რის გამოც პოლიცია რეაგირებას არ ახდენს",- განაცხადა გია აბულაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მცხეთაში „ღვინის მუზეუმი“ გაიხსნება

2 ივლისი, 2020 , 15:38

საქართველოს ბანკი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბიზნესის წახალისების მიზნით, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მცხეთაში „ღვინის მუზეუმი“ გაიხსნება. პროექტს შპს სამეფო მარანი ახორციელებს. კომპანია

მთავრობის გადაწყვეტილებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის

2 ივლისი, 2020 , 12:55

ახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა იმ მიმდინარე პროექტებში, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელ

ხორბლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია

2 ივლისი, 2020 , 12:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კახეთის მხარის რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ფერმერებს შეხვდნენ და ხორბლისა და ქერის მოსავლის აღების პროცესს გაეცნენ. &bdq

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში თხილის ახალი საწარმო გაიხსნა

1 ივლისი, 2020 , 11:30

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელაში, თხილის მიმღებ-გადამმუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმო ამოქმედდა. ახალი საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა, გიორგი ხანიშვილმა და ხატია წილოსანმა

აჭარაში ტურისტული ატრაქციების უმრავლესობა სტუმრებს მასპინძლობს

30 ივნისი, 2020 , 17:28

აჭარაში ტურისტული ატრაქციების უმრავლესობა სტუმრების მისაღებად მზადაა. რეგიონის სტუმრებს საშუალება აქვთ ეროვნულ პარკებში, ბოტანიკურ ბაღსა და სხვა ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში იმოგზაურონ. დღეიდან, ვიზიტორებისთვის პირველი

აჭარაში ტურისტული პოტენციალის კვლევა გრძელდება

29 ივნისი, 2020 , 15:15

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ კვლევის პროცესში 40-მდე სოფლის ტურისტული შესაძლებლობა შეისწავლა, რომლის დროსაც ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის ნაკლებად ცნობილი სალაშქრო ბილიკე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე