უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 თებერვალი, 2018 16:25
font-size

საჯარო სამსახურის ბიურო უნდა დაინტერესედეს 3 თანამდებობის პირის საქმით, რომლებიც შეუთავსებელ საქმიანობას ეწევა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მარტვილის, მესტიის, ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის თქმით, მათ არასრულად შეავსეს დეკლარაცია და არ მიუთითეს ინფორმაცია საკუთარი ან/და ოჯახის წევრთა კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ და ასევე იმაზე, რომ ეწევიან თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თქმით, კვლევის ფარგლებში 100-ზე მეტი დეკლარაცია იყო შესწავლილი, რომელთაგან 7 შემთხვევაში დეკლარაციის არასრულად შევსების, 3 შემთხვევაში კი შეუთავსებელი საქმიანობის ფაქტი გამოვლინდა, რაც საჯარო სამსახურის ბიუროს სათანადო დაინტერესების საგანი უნდა გახდეს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერ ალექსანდრე გრიგალავას 2017 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი შვილი ლაშა გრიგალავა ფლობს წილებს და არის დირექტორი შემდეგ კომპანიებში:

შპს “ლაგი ჯგუფი” 50%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი;

შპს გეომარტ33,3%-იანი წილის მფლობელი;

შპს “ლაგი კაპიტალი” 25%-იანი წილის მფლობელი;

შპსდიდი მეგობრობა” 11,5%-იანი წილის მფლობელი.

მარტვილის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ზაალ გოროზიას 2017 წლის მაისში შევსებულ დეკლარაციაში არაა მითითებული, რომ იგი არის ჯეო ქარგოს” 100%-იანი წილის მფლობელი.

მესტიის საკრებულოს თავმდჯომარის მოადგილეს ზაურ ჩართოლანს 2017 წლის 5 სექტემბერს წარდგენილ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ:

ის არის შპს ტურისტულ ალპინისტთა კლუბი მთის ლეგენდა“–ის 12.5%-იანი წილის მფლობელი ;

ჩართოლანი კოოპერატივ “რკ სპადრიანი”–ის დირექტორია მესტიის მერიის ეკონომიკის განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსს, დავით რატიანს 2017 წლის სექტემებრში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ მისი შვილი, დავით რატიანი არის შპს ლაიკ ტურ ჯორჯიას 50%-იანი წილის მფლობელი და შპს სტანდარტ გრუპ გეორგიას დირექტორი.

მესტიის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის თეიმურაზ ნავერიანს 2017 წლის სექტემბერში წარდგენილ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე ნინო ნიგურიანი არის შპს გაბრიელის 33%-იანი წილის მფლობელი.

გარდა ამისა, დეკლარაციის შევსების შემდეგ ნავერიანი გახდა შპს ფინანსისტის 34%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი, რაც წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას, რომლის თანახმადაც, თანამდებობის პირს არ აქვს უფლება, იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი.

ფოთის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური უზრუნველყოფის, ვეტერანთა, დევნილთა, გენდერული თანასწორობისა და დასაქმების სამსახურის უფროსს მაია მაკალათიას 2017 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ იგი არის შპს M.M.M. 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი.

ხობის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროს ზვიად ბუკიას 2017 წლის სექტემბერში წარდგენილ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ ის ფლობს შპს ფლორა და ფაუნას 25%-იან წილს.

ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2025 , 17:19

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლ

20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:47

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორ

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია

14 ნოემბერი, 2025 , 14:42

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო, არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია, &ndas

პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:37

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქცი

ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია

14 ნოემბერი, 2025 , 14:27

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობის

გერმანიის ელჩმა მასხრად აგვიგდო, გუშინ მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ქართულ ეკლესიას ლანძღავს, გერმანიის საგარეო უწყებამ განმარტება უნდა გააკეთოს - შალვა პაპუაშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 12:43

გერმანიის ელჩი გუშინ პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ლანძღავს ქართულ ეკლესიას, საზოგადოებამ კი არა, მე როგორ შევხედო, ის ვეღარ გამიგია. აბსოლუტურად აღმაშფოთებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შ