უკან

საზოგადოება

25 აპრილი, 2017 12:20
font-size

საჯარო სკოლებში არასწორმა ფიზიკურმა დატვირთვამ შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ფიზიკური დაზიანებები- აუდიტის ანგარიში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მასობრივი სპორტის განვითარების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში წარადგინა.

ანაგარიშში ნათქვამია, რომ სპორტი და ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანი ფაქტორია ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბების, სადაც სახელმწიფო არსებით როლს ასრულებს ქვეყანაში სათანადო სპორტული გარემოს შესაქმნელად.

ეფექტიანობის აუდიტის ობიექტებს წარმოადგენდნენ: საქართველოს განათლების მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ასევე გორის, თელავის, ზუგდიდის, ქუთაისის და ფოთის მუნიციპალიტეტები.

აუდიტის სამსახურის ანგარიშში ნათქვამია, რომ აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ „ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებში, ხშირ შემთხვევებში სპორტის გაკვეთილებს ასწავლიან მასწავლებლები, რომლებსაც განათლება მიღებული არ აქვთ სპორტის განხრით, რაც უარყოფითად აისახება სპორტის გაკვეთილების ხარისხზე და შესაძლოა არასწორმა ფიზიკურმა დატვირთვამ გამოიწვიოს სხვადასხვა ფიზიკური დაზიანებები.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სკოლების გარკვეული რაოდენობა სხვადასხვა სასწავლო საფეხურზე იყენებს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ დაშვებას და ამცირებს სპორტისთვის განკუთვნილ საათობრივ კვირეულ განაკეთს ერთ საათამდე ორის ნაცვლად მაშინ, როდესაც სპორტის შესახებ კანონით და სხვადასხვა ევროპული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით დადგენილი სპორტული გაკვეთილების საათობრივ განაკვეთები აღემატება საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგემით დამტკიცებულ 2 საათს. მოსახლეობის ფიზიკურ აქტივობასა და სპორტში ჩართულობა შერჩეული მუნიციპალიტეტების სახელმწიფო სპორტული ინფრასტრუქტურის ფარგლებში არის მცირე და მერყეობს 6 %-მდე, თუმცა აღნიშნულ სპორტულ ობიექტებზე დარეგისტრირებულ პირთა რაოდენობამ და ფიზიკური აქტივობების საათობრივმა განაკვეთმა ცხადყო თავისუფალი სავარჯიშო განრიგის არსებობა, რაც შესაბამისად მოსახლეობის რაოდენობის გაზრდის საშუალებას იძლევა“,-ნათქვამია ანგარიოშში.

აუდიტის სამსახური ასევე აღნიშავს, რომ არსებობს სპორტული ინფრასტრუქტურით გაუმართავი საჯარო სკოლები, რომლებიც არ მიმართავენ ალტერნატიულ რესურსებს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის სახით, რაც საშუალებას მისცემდა მოსწავლეების გარკვეულ რაოდენობას მიეღო აუცილებელი სათანადო ფიზიკური აქტივობა სპორტული გაკვეთილების სახით.

„მასობრივი სპორტი თავისი ბუნებით წარმოადგენს კომპლექსურ დარგს და საჭიროებს მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა უწყებებთან, როგორც ცენტრალურ ასევე 4 ადგილობრივ დონეზე. არსებული მდგომარეობის ფონზე საზოგადოების ჩართულობა ფიზიკურ აქტივოვებებში დაბალია და სახელმწიფოს მხრიდან საჭიროებს მეტ კოორდინირებულ ღონისძიებებს მიმდინარე გამოწვევების ფარგლებში“,-ნათქვამია ანგარიშში.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 აპრილი, 2024 , 16:33

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, სა

მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი, დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს - შსს

16 აპრილი, 2024 , 15:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე და ადგილზე მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ა

ლაზარე გრიგორიადისის საქმის მოსამართლემ მეუღლის უძრავი ქონება დამალა და მშობლებისგან 120 000 ლარი საჩუქრად მიიღო - `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო`

12 აპრილი, 2024 , 16:42

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ზვიად შარაძეს, რომელმაც 2024 წლის 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, მშობლებისგან 120 000 ლარი აქვს საჩუქრად მიღებული და მეუღლის სახელზე რეგისტ

შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 14:10

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და ყაზახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Greet - ის ბრენდის ახალი სასტუმრო შენდება

12 აპრილი, 2024 , 14:02

საქართველოს ბანკი სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, შპს ჰოტელეა საერთაშორისო ბრენდის, Greet by Accor -ის სასტუმროს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4 - ში აშენებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი