უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 ივნისი, 2019 10:44
font-size

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დღეს იწყება

საჯარო სკოლებში დარეგისტრირებულ პირველკლასელთა ჩარიცხვის პროცესი დღეს იწყება.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მესამე ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2019 წლის 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

როგორც საქართველოს პირველ არხს განათლების სამინისტროდან აცნობეს, პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტებია:

. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;

. მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ამასთან, სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა. მათ შორის ცნობა ჯანმრთელობის შესახებ – ე.წ. ფორმა-100 და ცნობა ჩატარებული აცრების შესახებ.

როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ, დამატებითი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა არ იწვევს ბავშვის სკოლაში ჩარიცხვაზე უარის თქმას. ამასთან, აღნიშნული ცნობების წარდგენა სავალდებულო საბუთების შეტანის შემდეგ, 21 ივნისის შემდგომ პერიოდშიც არის შესაძლებელი.
რაც შეეხება რეგისტრაციის მეოთხე ეტაპს, რომელიც 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, ამ ეტაპზე სკოლის ბაზებში, გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია ხორციელდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ პირველ, მეორე და მესამე ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგი გრძელდება

25 ივნისი, 2019 , 11:30

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაის

არავის მივცეთ საშუალება მუსიკის მოსმენის, ცეკვის და ბედნიერების გაზიარების უფლება შეგვიზღუდონ! - Mountain Set

25 ივნისი, 2019 , 10:50

მიუხედავად იმისა, რომ ზარალი ძალიან დიდია, ყველაფერს ვიღონებთ, რომ ფესტივალი არ გაუქმდეს, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ფესტივალ Mountain Set-ის ორგანიზატორები ავრცელებენ. „ვიზიტორების და ზოგადად, ფესტი

საპროტესტო აქცია დღეს, 19.00 საათზე განახლდება

25 ივნისი, 2019 , 10:41

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დღეს, 19:00 საათზე განახლდება. აქციის მინაწილეების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების მიმართ წაყენებული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქცი

არჩილ კაიკაციშვილი: ეს მომავლის გადაწყვეტილებაა, რომელიც ზოგიერთ პარტიას და პოლიტიკოსს დღესვე ტოვებს პარლამენტს მიღმა

25 ივნისი, 2019 , 00:02

საქართველო სწორად პასუხობს პოლიტიკური სისტემის გარდაქმნის საზოგადოებრივ დაკვეთას და ქვეყანის დემოკრატია ამ გზაზე კვლავ რჩება სამაგალითო. ხელისუფლების გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული ს

მარტო ერთეულები არ უნდა ვიყოთ იმ ადგილას, სადაც ვიყავით -18 წლის გოგო, რომელმაც აქციის დაშლისას თვალი დაკარგა, საავადმყოფოდან გამოწერეს

24 ივნისი, 2019 , 17:15

20 ივნისის დარბევის დროს დაშავებული გოგონა საავადმყოფოდან გამოწერეს. მაკო გომურმა, კლინიკა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. "მადლობა" - ამ შეძახილებით დახვდნენ მას მეგობრები და გულშემატკივრები შენობის ეზოში. „ახალა ძალი

„ისრაელის სახლი“ ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე გამოფენაში-ბაზრობაში მიიღებს მონაწილეობას

24 ივნისი, 2019 , 17:00

„ისრაელის სახლი“ ხვალ მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ გამარჯვებული ქართული ორგანიზაციების პროექტების გამოფენაზე: „შემოქმედებითი პროექტების ბაზრობა 2019&ldq