უახლესი ამბები
- 19.03.2024 16:17სრულიად აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ შიშითაა მოცული, ზოგადად, ქართველი ხალხის და „ლელოს“ მიმართ - დავით უსუფაშვილი
- 19.03.2024 16:03გამოდის თუ არა ბატონო ანრი ოხანაშვილი “ნაცი“, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ის მეხუთე სართულზე ცხოვრობს - რომან გოცირიძე
- 19.03.2024 15:47საქართველოს ბანკის დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე UN Women-ის ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მონაწილეობდა
- 19.03.2024 15:40რატომ იცლება ქვეყანა? რა იწვევს ემიგრაციას? გვინდა პასუხი და არა დუმილი და ცინიზმი ხელისუფლების მხრიდან - თინა ბოკუჩავა
- 19.03.2024 15:28`საპატრიარქოს თავისთვის არაფერი უნდა, ეს არის ყველაფერი განათლებისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის“ - პროტოპრესვიტერი გიორგი მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე
- 19.03.2024 15:10„მაგით, რა, ახალ რამეს გავაკეთებთ? ფასები არის ძალიან გაძვირებული, კარგად იცით ეს“ - მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე
- 19.03.2024 15:04საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
- 19.03.2024 14:58საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
- 19.03.2024 14:38სააკაშვილის მანიპულაციურ განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ - რატი ბრეგაძე
- 19.03.2024 14:18ტყუის ოცნება, როცა ამბობს, რომ ე.წ. ვეტინგის პროცედურა მოსამართლეთა დანიშვნას გულისხმობს უცხოელების მიერ - ნიკა გვარამია
არქივი
საზოგადოება
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი იწყება
განათლების რეფორმის ფარგლებში, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კონკურსის პირველ ეტაპს იწყებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონული ფორმით ტესტირება 6 და 7 მარტს 4 სესიად ჩატარდება (დღეში ორ-ორი სესია). პირველი სესია 09:00 საათზე, ხოლო მეორე 16:00 საათზე დაიწყება და მისი ხანგრძლივობა ოთხი საათი იქნება.
განათლების სამინისტროს ცნობითვე, რაც შეეხება მხედველობის პრობლემების მქონე დირექტორობის მსურველებს, მათ დამატებით კიდევ 30 წუთი მიეცემათ. ამასთან, ტესტირებამდე ერთი საათით ადრე აუცილებელია აპლიკანტებმა რეგისტრაცია გაიარონ. დაგვიანების, პირადობის მოწმობის ან საიდენტიფიკაციო უნიკალური კოდის არქონის შემთხვევაში, პირი ტესტირებაზე არ დაიშვება.
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დირექტორობის მსურველებმა, მათი საჭიროებების გათვალისწინების მიზნით, 27 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით აუცილებელია, განცხადებით მიმართონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რათა შესაბამისი ზომები იყოს მიღებული“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
მათივე ცნობით, თბილისში ტესტირება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში, ხოლო აჭარის რეგიონში კოლეჯ „ახალ ტალღში“ ჩატარდება.
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების პროცესს სამინისტრო განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, საჯარო სკოლების ეფექტიანი მართვისა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, დირექტორობის მსურველთა შერჩევის პროცესში უწყების ამოცანას წარმოადგენს როგორც კონკურსის გამჭვირვალედ, კვალიფიციურად და მიუკერძოებლად ორგანიზება, ასევე, სერტიფიცირების შედეგად, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მაღალკვალიფიცირებული და ღირსეული კადრების მოზიდვა.