უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 დეკემბერი, 2017 14:10
font-size

საჯარო სკოლის მოსწავლეები პოლიციის აკადემიას ესტუმრნენ

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის ორგანიზებით საჯარო სკოლის მოსწავლეები შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიას ესტუმრნენ და პოლიციელთა მომზადების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს და პოლიციის აკადემიის მხარდაჭერით ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში ქ.თბილისის N210 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოლიციის აკადემია მოინახულეს და პოლიციელთა სწავლების მიმართულებებს გაეცნენ. მოზარდებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია პოლიციელთა საცეცხლე და კრიმინალისტიკის კუთხით მომზადების შესახებ და აკადემიის ისტორიული მუზეუმი დაათვალიერეს.

შეხვედრის დასკვნით ეტაპზე სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით იმიტირებული გამოძიება ჩატარდა. მოზარდების უშუალო ჩართულობით მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ნივთიერი მტკიცებულებების მოპოვება. მოსწავლეები ასევე ფოტოგადაღების, ხელის კვალის ამოღებისა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების წესებსა და პროცედურებს გაეცნენ.

ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და დანაშაულის პრევენციას.

საკვანძო სიტყვები:

მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა

15 თებერვალი, 2019 , 17:00

თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ მშენებლობაზე, ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მ

SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით ტატო ახალკაციშვილის პერსონალური გამოფენა `ხავერდის მზე` გაიმართება

15 თებერვალი, 2019 , 17:00

ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება ტატო ახალკაციშვილის პერსონალური გამოფენით «ხავერდის მზე», რომელიც დღეს გაიხსნება. გამოფენაზე, რომელიც 5 მაისამდე გაგრძელდება, წარმოდგენილი იქნება არტისტის მიერ

ავტომობილი ტანსაცმლის მაღაზიაში შევარდა

15 თებერვალი, 2019 , 16:40

ბახტრიონის ქუჩაზე, დიდი სიჩქარით მომავალი "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილი ჯერ ადგილზე მყოფ რამდენიმე მანქანას შეეჯახა, შემდეგ კი, მაღაზია "ელეგანტში" შევარდა. დაზიანდა ტანსაცმლის მაღაზიის შიდა და გარე ფასადი. ინციდენტის შედ

მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა - დაშავებულია 5 ადამიანი

15 თებერვალი, 2019 , 16:40

მარნეულთან მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა

15 თებერვალი, 2019 , 16:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა. „გამოძიების ხარისხის ანალიზისა და შეფასების სამმარ

უსაფრთხო შავი ზღვის გარეშე, შეუძლებელია არსებობდეს უსაფრთხო ევროპა - დავით ზალკალიანი

15 თებერვალი, 2019 , 10:37

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ნატოსა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც სიტყვით მიმართა დამსწრ