უახლესი ამბები
- 17.02.2019 11:03შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის 3 ფაქტი გახსნა - დაკავებულია 4 პირი
- 17.02.2019 10:57პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხოეთის მოქალაქეები დააკავა
- 17.02.2019 10:26დღის კალენდარი _ 17 თებერვალი
არქივი
საზოგადოება


საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით პროექტი ,,იმიტირებული გამოძიება“ განხორციელდა
საქართველოს მთავარი პროკურატურის ორგანიზებით, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით პროექტი ,,იმიტირებული გამოძიება“ განხორციელდა.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დამამთავრებელი კლასის 25-მა მოსწავლემ ორდღიანი გადამზადების შემდეგ, პროკურორების, გამომძიებლების, მოწმეებისა და დაზარალებულების როლი მოირგეს და იმიტირებული გამოძიების ფარგლებში ჩაატარეს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მოწმეების დაკითხვა/გამოკითხვა და ამოცნობა. ასევე, გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე განახორციელეს დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავება და ჩხრეკა.
მთავარ პროკურატურაში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე იმიტირებულ გამოძიებაში მონაწილე მოსწავლეებს, ახალგაზრდა თაობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ესაუბრა, წარმატებები უსურვა და პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცა.
პროექტი ,,იმიტირებული გამოძიება“ მესამე წელია რაც ხორციელდება და მიზნად ისახავს მოზარდებში დანაშაულის პრევენციას, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და საქართველოს კანონმდებლობის პრაქტიკული შესწავლის ხელშეწყობას.
საკვანძო სიტყვები:

დეკანოზი გიორგი მამალაძე მისმა მოძღვარმა, მამა ნიკოლოზმა კლინიკაში აზიარა
16 თებერვალი, 2019 , 22:54

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია - ადვოკატი
16 თებერვალი, 2019 , 20:32
მედიაციის სასერტიფიკატო ტრენინგების ციკლი დაიწყო
16 თებერვალი, 2019 , 19:25

უკანონოდ მიჩნეული ხორცის განთავსების ფაქტები სამომხმარებლო ბაზარსა და კვების ობიექტებში აღკვეთილია - სურსათის ეროვნული სააგენტო
16 თებერვალი, 2019 , 17:01

თბილისში ხეების სანიტარიული ჭრა კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებშიც იწყება
16 თებერვალი, 2019 , 14:20

12 პროექტი, გაწერილი 169 მილიონი ლარი და შესრულება ნული - გიგი უგულავა პასუხისმგებლობას ივანიშვილსა და მთავრობას აკისრებს
16 თებერვალი, 2019 , 14:00