უკან

კომენტარი

10 თებერვალი, 2017 14:40
font-size

საჯაროვდება ფაქტები, რომლებიც ადასტურებს კავშირებს ყოფილი ხელისუფლებისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის - არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ინტერესდება, თუ რამდენად იყო პოლიტიკური მოტივაციებისგან თავისუფალი საკონსტიტუციო სასამართლო ფარულ მოსმენა-მიყურადების კანონზე გადაწყვეტილების მიღების დროს.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო პერიოდში გასაჯაროვდა ისეთი ფაქტები, რომლებიც ადასტურებენ ყოფილი ხელისუფლების კავშირებს სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

,,მიჩნდება უკვე შეკითხვები, რამდენად იყო ეს გადაწყვეტილება თავისუფალი პოლიტიკური მოტივაციებისგან, იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ვხედავთ უკვე მოვლენათა ახალ ჯაჭვს, საჯაროვდება საზოგადოებისთვის ისეთი ფაქტები, რომლებიც ადასტურებს კავშირებს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ჯერჯერობით შეკითხვებზე პასუხები ვერ მოვისმინეთ. თუ რა ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბატონი გვარამია სასამართლოს ხელმძღვანელ ახვლედიანთან. იცით, რომ გამოძიება არის დაწყებული და ჯერჯერობით პასუხი არ გაუციათ იმ შეკითხვებზე, ბატონ ქათამაძესა და ბატონ ალავიძეს, რა კავშირი ჰქონდათ და ვინ უგზავნიდა ყოფილი ხელისუფლებიდან მათ წერილებს, სადაც შეთავაზებებზე, მუქარასა თუ მადლიერებაზე იყო საუბარი.

როდესაც არის ეს ვითარება, ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, იყო თუ არა საუკეთესო ქვეყნისთვის ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ. მე ვსვამ ერთადერთ შეკითხვას, თუ რატომ მოხდა იმ პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ზედიზედ, მაშინ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო წლები იხილავდა ბევრად უფრო ნაკლები რაოდენობის საქმეებს”, - განაცხადა თალაკვაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ნუ გეშინიათ, მე არ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში - თეა წულუკიანი

27 მაისი, 2020 , 10:55

ნუ გეშინიათ, მე არ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში. შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, ამაზე საუბარიც არ ყოფილა, - ასე პასუხობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მის შესაძლო გამწ

ქვეყანა სესხულობს, პროცენტი ჩართულია და ფული გაჩერებული, ეს ჩვენი მთავრობის უთავბოლობის, არაპროფესიონალიზმის ბრალია - დავით ჭიჭინაძე

26 მაისი, 2020 , 17:53

ქვეყნის ინფრასტრუქტურა, რეგიონალური განვითარება, რეგიონებს შორის კოორდინაცია - ეს არ არის მარტივი საქმე და მინისტრი, რომელიც ამ თანამდებობას იკავებს, დარგის პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს და არა ადამიანი, რომელსაც კანცელა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ სახელმწიფომ მოკლა „ციხის ბუნტის“ დროს პატიმრები - ანრი ოხანაშვილი

25 მაისი, 2020 , 15:17

საინტერესოა, რას ეტყვიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები „ციხის ბუნტის“ საქმეზე იმ ადამიანებს და მათ ოჯახებს, რომელთა საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის, კერძოდ, სიცოხლის

მთელი მსოფლიოს აზრი ცნობილია ანაკლიაზე და „ქართული ოცნების’’ მავნებლურ, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკაზე - გრიგოლ გეგელია

22 მაისი, 2020 , 17:45

„ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, სავალალოა, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე უკეთ სხვა სახელმწიფოებს ესმით ის თუ, რა არის საუკეთესო ჩვენი ქვეყნისთვის. გეგელიას განცხადებით, ევროპარ

ნატო ჩხეიძე: კაცს რომ დამპყრობელი არგონავტები ჩვენი სამშობლოს სიმბოლო ჰგონია, რა გასაკვირია, პარლამენტის რიგიანი მუმაობა მასკარადი ეგონოს

22 მაისი, 2020 , 14:17

დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას: „ჩვენ გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი, პოლიტიკური მასკარადის სახით“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.  „სერიი

დიდი მადლობა ირაკლი კობახიძეს კომპლიმენტისთვის - გიგა ბოკერია

21 მაისი, 2020 , 17:13

„გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ადამიანი ყველა საქმეში, რაშიც არის, უნდა ეცადოს, რომ იყოს პირველი, თუ გოიმი ხარ, ჯობია ნომერ პირველი გოიმი იყო,“ – ასე გამოეხმაურა პარტია „ევროპული საქართველოს“