უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

12 სექტემბერი, 2018 11:30
font-size

საერთაშორისო ანტიკორუფციული საპარლამენტო ორგანიზაციის თავმჯდომარის შეფასებით კორუფციასთან ბრძოლისა და ეფექტური მმართველობის თვალსაზრისით საქართველო რეგიონში ლიდერია

საქართველოს ელჩი კანადაში კონსტანტინე ქავთარაძე შეხვდა საერთაშორისო ანტიკორუფციული საპარლამენტო ორგანიზაციის (GOPAC) თავმჯდომარეს აკააშ მაჰარაჯს, რომელთანაც განიხილა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი, ქვეყანაში შექმნილი მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ასევე, კანადისა და საქართველოს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები.

შეხვედრაზე აკააშ მაჰარაჯმა აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლისა და ეფექტური მმართველობის თვალსაზრისით საქართველო ლიდერია რეგიონში და GOPAC მზად არის საქართველოს მაგალითი გამოიყენოს სხვა ქვეყნებთან მუშაობისას. მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს საელჩოსთან ერთად ხელი შეუწყოს კანადისა და საქართველოს პარლამენტებს შორის კავშირების გაღრმავებას. აკაას მაჰარაჯი მომხსენებლად არის მიწვეული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომაზე, რომელიც თბილისში გაიმართება.

საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოში კორუფციის დაბალ მაჩვენებელია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთლიანად ევროპაში. ამასთან, მისი განცხადებით რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად, საქართველო ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული. ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო ღია და ეფექტური მმართველობის კუთხითაც ლიდერია, რისი დასტურიც არის ის ფაქტი, რომ უკვე ერთი წელია საქართველო დემოკრატიული ქვეყნების საერთაშორისო ფორუმის "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) თავმჯდომარე ქვეყანაა და უახლოეს მომავალში თავმჯდომარეობას კანადას გადააბარებს.

GOPAC 2002 წელს კანადის დედაქალაქ ოტავაში დაფუძნდა, როგორც პარლამენტარების გლობალური ფორუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლას, გააძლიეროს საპარლამენტო ზედამხედველობა მთავრობების ანტიკორუფციულ პოლიტიკაზე და გაზარდოს პარლამენტების როლი შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავების პროცესში, წაახალისოს ერთობლივი ბრძოლა ფულის გათეთრებისა და სხვა ტრანსნაციონალური დანაშაულებების წინააღმდეგ. GOPAC-ის ეროვნული ორგანიზაციები მსოფლიოს 62 ქვეყანაში მოქმედებს. ეს ორგანიზაცია გაეროსა და ევროპის საბჭოს ასოცირებული წევრია.

,,ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა` ყაზახეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

26 ივნისი, 2019 , 14:38

,,ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" მწუხარებას გამოთქვამს ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ არისში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ,,ერთიანი საქართველო -დემოკრატიული მოძრაობა" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და ყაზ

“მე ჩემი არჩევანი გავაკეთე“ - ინგუშეთის პირველი პირი თანამდებობას ტოვებს

25 ივნისი, 2019 , 11:42

ინგუშეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი იუნუს-ბეკ ევკუროვი თანამდებობას ტოვებს. მას გადადგომის კონკრეტული მიზეზი სპეციალურ ტელემიმართვაში არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, ინგუშეთის მოსახლეობაში დაქსაქსულობა და ამ დაქსაქსულობაშ

რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბრუნდება

25 ივნისი, 2019 , 11:15

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის დელეგაციას დაბრუნების საშუალებას აძლევს. რუსეთის დელეგაცია უკვე ჩავიდა სტრასბურგში, რათა საპარლამენტო ასამბლეის ივნისის სესიაში მიიღოს მონაწილეობა. რეზოლ

რუსეთი ტრანსპორტის სამინისტრომ საქართველოდან ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო

22 ივნისი, 2019 , 18:40

რუსეთი ტრანსპორტის სამინისტრომ საქართველოდან რუსეთში ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. რუსული სააგენტოები ინფორმაციას ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.მათივე ცნობით, ფრენები 8 ივლისიდან შეჩერ

რუსეთის მოქალაქეები საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნებისთვის პეტიციას აწერენ ხელს

22 ივნისი, 2019 , 17:50

რუსეთის მოქალაქეები საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნებისთვის პეტიციას აწერენ ხელს. დოკუმენტს, რომლის ადრესატი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია, ამ დროისთვის 3500-მდე ხელმოწერა აქვს და ეს რიცხვი მატულობს. „რ

ირანთან კონფლიქტის შემთხვევაში, თეირანს განადგურება ემუქრება - დონალდ ტრამპი

22 ივნისი, 2019 , 11:42

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან კონფლიქტის შემთხვევაში, თეირანს განადგურება ემუქრება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მას

ვიდეო გალერეა

`მოღალატე ივანიშვილმა და გახარიამ პასუხი უნდა აგონ ქვეყნისა და კანონის წინაშე` - ზაზა ოქუაშვილის პოზიცია ლონდონიდან, გადაცემაში `360 გრადუსი`