უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 აპრილი, 2017 15:10
font-size

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ჩამოყალიბდეს, ის არასამთავრობოა თუ პოლიტიკური პარტია- ლევან გოგიჩაიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც პრორუსული პროპაგანდის აკრძალვას, მისი გავლენის მაქსიმალურ შემცირებას გულისხმობს.

პარლამენტარის თქმით, ორგანიზაცია პოლიტიკური პარტიასავით იქცევა.

„საერთაშორის გამჭვირვალობა - საქართველო“ ჩამოყალიბდეს, არასამთავრობო ორგანიზაციაა თუ პოლიტიკური. ძალიან ბევრს იღებს თავის თავზე ამ ბოლო დროს. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ პოზიცია არის პატარა ორგანიზაციის ვიწრო პოლიტიკური პოზიცია. მე ვფიქრობ, ცოტა ზედმეტი წარმოდგენა აქვთ თავის თავზე“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალო - საქართველო“ პარლამენტში წარადგენს აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას. ორგანიზაცია ითხოვს, აიკრძალოს წინასაარჩევნო აგიტაცია, მათ შორის რეკლამის გადაცემა, რომელიც შეიცავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობის, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დარღვევის ან/და ოკუპაციის ლეგიტიმაციის საფრთხეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოსასწორებელია საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც არ ბლოკავს რეკლამას, თუკი ის პირდაპირ არ მოუწოდებს ომისა და ძალადობისაკენ. გარდა ამისა, საარჩევნო კოდექსით მოწმდება მხოლოდ წინასაარჩევნო პროგრამა და არა აგიტაცია.

წინადადების თანახმად, ცვლილებები პრორუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად უნდა შევიდეს შემდეგ კანონებში: „მაუწყებლობის შესახებ“, „საარჩევნო კოდექსი“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“.

ანა მებურიშვილი

ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2025 , 17:19

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლ

20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:47

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორ

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია

14 ნოემბერი, 2025 , 14:42

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო, არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია, &ndas

პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:37

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქცი

ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია

14 ნოემბერი, 2025 , 14:27

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობის

გერმანიის ელჩმა მასხრად აგვიგდო, გუშინ მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ქართულ ეკლესიას ლანძღავს, გერმანიის საგარეო უწყებამ განმარტება უნდა გააკეთოს - შალვა პაპუაშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 12:43

გერმანიის ელჩი გუშინ პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ლანძღავს ქართულ ეკლესიას, საზოგადოებამ კი არა, მე როგორ შევხედო, ის ვეღარ გამიგია. აბსოლუტურად აღმაშფოთებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შ