უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 სექტემბერი, 2017 13:55
font-size

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ პროკურატურის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს

არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ პროკურატურას მოუწოდა, გაასაჯაროვოს გამოძიების შედეგები საზოგადოებაში გახმაურებულ საქმეებზე. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, საუბარია 34 საქმეზე, რომლის გამოძიების შედეგები დღემდე უცნობია.

„ჩვენ გამოვავლინეთ დაახლოებით 34 საქმე, რომელმაც თავის დროზე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოავლინა. ხშირ შემთხვევაში აქ ფიგურირებდნენ პოლიტიკურად ძალიან აქტიური ადამიანები, თუმცა საზოგადოების დიდი ინტერესის მიუხედავად, რა ხდებოდა ამ კონკრეტულ საქმეებზე, რომლებზეც გამოძიება იყო დაწყებული, ამ დრომდე ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, დასრულდა თუ არა გამოძიება ან რა ეტაპზეა, ან რა გამოავლინა გამოძიებამ.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საგამოძიებო ორგანოებს შევახსენოთ ეს საქმეები, რადგან თავის დროზე მათ აიღეს ვალდებულება, რომ უახლოეს მომავალში ინფორმაციას მიაწოდებდნენ საზოგადოებას ამ საქმეებთან დაკავშირებით“, -განაცხადა გიგაურმა პრესკონფერენციაზე.

გიგაურმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო პროცესი მიუთითებს, რამდენად ეფექტური და პოლიტიკურად ნეიტრალური არიან სამართალდამცავი ორგანოები.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის, თუ რამდენად ეფექტურია გამოძიება პირდაპირ უკავშირდება იმას, თუ რამდენად ეფექტური არიან სამართალდამცავი ორგანოები და ისინი რამდენად პოლიტიკურად ნეიტრალურები არიან“, - აღნიშნა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

გიგაურის განმარტებით, ორგანიზაციამ მიმართა პროკურატურას ამ საქმეებზე ინფორმაციის მისაღებად, თუმცა უარი მიიღო.

„უბრალოდ არ არსებობს ინფორმაცია გამოძიების დასრულების შესახებ, ჩვენ მივმართეთ პროკურატურას ამ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, თუმცა პროკურატურამ გვითხრა, რომ ეს არაა საჯარო ინფორმაცია“, -თქვა გიგაურმა.

ორგანიზაციაში პროკურატურის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გეგმავენ, რადგან მათი განმარტებით, მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეების შესახებ ინფორმაციის სრულად დახურვა ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს . მიუხედავად ამისა, გიგაურმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი პრესკონფერენციის შემდეგ უწყება მოსახლეობას მიაწოდებს ინფორმაციას გამოძიების შესახებ.

გახმაურებული საქმეები დაყოფილია 4 კატეგორიად: უკანონო თვალთვალი/ფარული ჩანაწერების გავრცელება (მაგალითად,ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გავრცელება, ინტერნეტსივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელება და თანმდევი მუქარა ან მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის ამსახველი ჩანაწერის გავრცელება) , სამართალდამცავთა მიერ დანაშაულის ჩადენის შესაძლო შემთხვევები( მაგალითად, კლუბ „ვიტამინის” მენეჯერის განცხადება პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე ან ე.წ. „რეპერების საქმე”), წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარი დაპირისპირებები (მაგალითად, დაპირისპირებები გარდაბანში, ზუგდიდსა და ბათუმში) და სხვა გახმაურებული საქმეები(მაგალითად, ბარბარე რაფალიანცის საქმე, ზეწოლა რეგიონულ მედიაზე ან აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმე).

ანა მებურიშვილი


ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ამბიციური მიზანია, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ -ირაკლი კობახიძე

29 მარტი, 2024 , 16:30

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ამბიციური მიზანი არის ის, რომ ჩვენ გვინდა, ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია საბოტაჟი, ერთადერთი მიზანია, რომ არჩევნებს რაღაცნაირად შეექმნას საფრთხე, პრობლემა - პრემიერ-მინისტრი

29 მარტი, 2024 , 15:54

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ აკრიტიკებს პრეზიდენტს. ამჯერად ცესკოს თავმჯდომარესთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, არასამათვრობო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენ

არ არის საკმარისი, მხოლოდ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, საჭიროა დროზე მივცეთ მათ ის საშუალება, რაც ეკუთვნით - საარჩევნო უფლება - პრეზიდენტი

29 მარტი, 2024 , 15:41

"არ არის საკმარისი, მხოლოდ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, საჭიროა დროზე მივცეთ მათ ის საშუალება, რაც ეკუთვნით - საარჩევნო უფლება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარ

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

29 მარტი, 2024 , 11:46

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რინა კალიურანდს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თ

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი