უკან

საზოგადოება

20 აპრილი, 2017 13:50
font-size

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პრორუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს

დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალო - საქართველო“ პარლამენტში წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს, პრორუსული პროპაგანდის გავლენის მაქსიმალურად შემცირებას.

„აღნიშნული ნორმის მიზანია რუსეთის მიერ გამოყენებული პირდაპირი და ირიბი გავლენის მეთოდების ნეიტრალიზება, რომლის მეშვეობითაც, რუსეთი ცდილობს, შეცვალოს ქვეყნის განვითარების დასავლური კურსი და გავლენა მოახდინოს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე“, - წერია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებაში.

წინადადების თანახმად, ცვლილებები პრორუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად უნდა შევიდეს შემდეგ კანონებში: „მაუწყებლობის შესახებ“, „საარჩევნო კოდექსი“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“.

ორგანიზაცია ითხოვს, აიკრძალოს წინასაარჩევნო აგიტაცია, მათ შორის რეკლამის გადაცემა, რომელიც შეიცავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობის, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დარღვევის ან/და ოკუპაციის ლეგიტიმაციის საფრთხეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოსასწორებელია საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც არ ბლოკავს რეკლამას, თუკი ის პირდაპირ არ მოუწოდებს ომისა და ძალადობისაკენ. გარდა ამისა, საარჩევნო კოდექსით მოწმდება მხოლოდ წინასაარჩევნო პროგრამა და არა აგიტაცია.

ნახსენებია ევროკავშირის ქმედებები რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, კერძოდ, 2016 წლის 23 ნოემბერს მიღებული რეზოლუცია „სტრატეგიული კომუნიკაცია ევროკავშირის წინააღმდეგ მესამე მხარეთა მიერ წარმოებული პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გასაწევად“. რეზოლუცია პროპაგანდის მთავარ წყაროდ ასახელებს რუსეთის ფედერაციასა და ისლამისტურ ტერორისტულ დაჯგუფებებს, ვრცლად განიხილავს ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას და მის წინააღმდეგ სათანადო ზომების გატარებისკენ მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს.

ანა მებურიშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი