უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 მაისი, 2017 14:20
font-size

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ საკონსტიტუციო კომისიის შეფასების ანგარიშს ვენეციის კომისიას გაუგზავნის

არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ საკონსტიტუციო ცვლილებები შეაფასა. აღნიშნული ანგარიში შემდგომ ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.

როგორც 18-გვერდიან ანგარიშში წერია, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ერთ-ერთი ხარვეზი შემჭიდროვებული ვადები იყო. არასამთავრობოს შეფასებით, 4 თვე საკმარისი არაა ფუნდამენტური საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავებისთვის.

გარდა ამისა, ავტორებისთვის გაუგებარი იყო ინიციატივების შერჩევის წესი. აღნიშნულია, რომ არასამთავრობოთა და ექსპერტების შეთავაზებული წინადადებები 700 გვერდს შეადგენდა. კომისიამ გაითვალისწინა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი თითქმის ყველა შენიშვნა, თუმცა არ გაითვალისწინება მისი წინადადებები საარჩევნო სისტემასა და პრეზიდენტის არჩევის წესზე.

ანგარიშის მიხედვით, მკაფიო ჩანდა მმართველი გუნდის ინტერესი საპარლამენტო და პრეზიდენტის არჩევის წესსა და ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით, ამიტომ მან არ გაიზიარა შენიშვნები და წინადადებები ამ საკითხებზე. სხვა თემებზე კი უმრავლესობა მზად იყო თანამსრომლობისთვის.
კრიტიკა დაიმსახურა ინკლუზიურობის ნაკლებობა კომისიაში. მუშაობაში არ იყვნენ ჩართულნი კონკრეტულ სფეროებში მომუშავე სპეციალიზებული ( მაგ, ეკონომიკაში, გარემოს დაცვაში) ექსპერტები, რამაც მუშაობა გაართულა ამ საკითხზე.

უარყოფითად შეფასდა პრეზიდენტის გამიჯვნა კომისიისგან, რადგან ცვლილებათა ნაწილი სწორედ ამ ინსტიტუციასაც შეეხო.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პროპორციულ სისტემაზე სრულად გადასვლის მიუხედავად, 5%-იანი ბარიერის შენარჩუნება და საარჩევნო ბლოკების გაუქმება ვერ უზრუნველყოფს საპარლამენტო პლურალიზმს. ვარაუდობენ, რომ ამის გამო გადაუნაწილებელ მანდატთა რაოდენობა 20%-ზე მეტს მიაღწევს, ხოლო ამ მანდატების მიცემა მხოლოდ პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის უფრო დიდ დისპროპორციას გამოიწვევს ამომრჩეველთა ხმებსა და მიღებულ ადგილებს შორის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უარყოფითად შეაფასა შემდეგი საკონსტიტუციო ცვლილებები: პარლამენტის საარჩევნო სისტემა; პრეზიდენტის არჩევის წესი; მთავრობის სრულად განახლების შესაძლებლობა პარლამენტის თანხმობის გარეშე; სახელმწიფო ფინანსებსა და ბიუჯეტზე პარლამენტის არასაკმარისი კონტროლი; უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესის ცვლილება; მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადა; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევა პარლამენტის მიერ; საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა დაკომპლექტების წესი; მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი; ქორწინების დეფინიცია კონსტიტუციაში.

დადებითად შეფასდა შემდეგი ცვლილებები: ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ჩაწერა კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში; ეკონომიკური თავისუფლების ცნების ასახვა და ახალი გადასახადის რეფერენდუმით განსაზღვრის წესის დატოვება კონსტიტუციაში; დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმირებაში ოპოზიციის როლის გაძლიერება; პრემიერ-მინისტრის ვალდებულება ყოველწლიური მოხსენებით წარდგეს პარლამენტის წინაშე; მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის გამოცხადების გამარტივება; პროკურატურის დამოუკიდებლობის გარანტიების გაზრდა; ქალისა და მამაკაცის არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფა; საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის გარანტია; ინტერნეტის ხელმისაწვდომობა კონსტიტუციით იქნება გარანტირებული; მოსამართლისთვის იმუნიტეტის მოხსნის პროცედურა; მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპი; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური მიმართულების დადგენა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 2016 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა, ხოლო ბოლო სხდომა 2017 წლის 22 აპრილს გამართა.

ანა მებურიშვილი

ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები, სავარაუდოდ, 20 ივნისისთვის დასრულდება

6 ივნისი, 2020 , 17:15

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძე მიმდინარე პროცესს მერის მო

„ლელო საქრთველოსთვის“ ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, დროებით შეაჩეროს 520-ე დადგენილების მოქმედება

6 ივნისი, 2020 , 16:07

პოლიტიური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს დროებით შეაჩეროს 520-ე დადგენილების მოქმედება და შეიმუშავოს გეგმა კრიზისით მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურებისთვის. ამის შესა

რა რისკებს შეიცავს პანდემიის დროს ზღვაზე დასვენება

6 ივნისი, 2020 , 16:00

ზღვის სეზონი წელს ცოტა მოდიფიცირებულად უნდა ჩავატაროთ. ანუ არ უნდა იყოს თავისუფლება, - ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ,

ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები გენერალურ პროკურორს ხვდებიან

6 ივნისი, 2020 , 15:10

ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები გენერალურ პროკურორს ხვდებიან. მათი ინფორმაციით, შეხვედრა ირაკლი შოთაძესთან ორშაბათს არის ჩანიშნული და სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდება გააგრძელებენ თუ არა პროტესტს.

დევნილთა სააგენტო დევნილ ოჯახებს საერთო სარგებლობის ფართებს საკუთრებაში გადასცემს

6 ივნისი, 2020 , 13:10

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილესთან დავით კვინიკაძესთან ერთად, ბაგებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა. სააგენტოს დირექ

თბილისში, გაზგასამართ სადგურზე დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ექსპერტ-კრიმინალისტი გარდაიცვალა

6 ივნისი, 2020 , 12:17

თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ექსპერტ-კრიმინალისტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!