უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 აპრილი, 2017 14:20
font-size

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ და EMC-მ შსს-ის გამჭვირვალობის ხარისხი შეაფასეს

დღეს არასამთავრო ორგანიზაციებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)“ ერთობრივი ანგარიში წარადგინეს შსს-ის გამწვირვალობის ხარისხის შეფასებასთან დაკავშირებით.

ანგარიში მიმოიხილავს უწყებაში 2015 წლის რეფორმის შედეგებს, კერძოდ, სამინისტროს გამჭვირვალობის ხარისხს, გამჭვირვალობის შემაფერხებელ კონკრეტული მიზეზებს, საქართველოს საპოლიციო სისტემაში დაცულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურისა და სისტემის ანალიზს.

ანგარიშის ერთ-ერთი მიგნებაა, რომ ტექნიკურ საკითხში, როგორიცაა საჯარო ინფორმაციის გაცემა, შსს მეტწილად გასცემს ინფორმაციას სრულად და შესული განცხადებების მოთხოვნების შესაბამისად. მიუხედავად ამისა, უწყება ხშირად ვერ ჯდება საჯარო ინფორმაციის გასაცემად განკუთვნილ 10-დღიან ვადაში. ასევე საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა იზღუდება გარკვეული კატეგორიის ინფორმაციის გასაიდუმლოებით, სათანადო დასაბუთების გარეშე. გარდა ამისა სამინისტრო სრულყოფილად არ ასრულებს ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებას.

პრობლემებია შსს-ს მიერ სტატისტიკის წარმოების კუთხით. სტატისტიკურ-ანალიტიკური კვლევების წარმოება ქაოტურად მიმდინარეობს. ნეკლებად აკეთებენ დანაშაულის არსისა და მახასიათებლების აღქმისთვის საჭირო სოციოლოგიურ გამოკითხვებს, ასევე სენსიტიურ საკითხებზე ჩაშლილ სტატისტიკას.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 15 თებერვლიდან სამინისტრო არ უზრუნველყოფს დანაშაულის სტატისტიკის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებას.

არასამთავრობოების შეფასებით, არაა დარეგულირებული სხვადასხვა კატეგორიის მონაცემის შენახვის ვადის გაგრძელების მიზნები და პროცედურა. ასევე, არ არის ნათელი ზოგიერთი კატეგორიის მონაცემის უვადოდ დაარქივების აუცილებლობა. კანონქვემდებარე აქტებით ნათლად არ არის გამიჯნული დაცულ მონაცემებზე დაშვების რა განსხვავებული რეჟიმი წარმოიქმნება მათი დაარქივებისას. არ არსებობს საკმარისი საკანონმდებლო გარანტიები მონაცემთა ბაზებზე არამიზნობრივი წვდომის აღსაკვეთად.

ანგარიშში ყურადღებას ამახვილებენ, რომ უწყების მინისტრს შეუძლია ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება საკადრო საკითხებზე. სამინისტროში საკადრო საკითხების მარეგულირებელი დებულებები ბუნდოვანია და გაწერილია კანონქვემდებარე აქტებში. ამავდროულად, შეზღუდულია პოლიციის საქმიანობაზე გარე კონტროლის მექანიზმები.

ანა მებურიშვილი

რევაზ სოხაძის ინიციატივით კამპანია ,,გაამწვანე ვარკეთილი“ გრძელდება

20 თებერვალი, 2019 , 15:40

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რევაზ სოხაძის ინიციტივით, კამპანია ,,გაამწვანე ვარკეთილი“ გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, დღეს ვარკეთილი 3-ის მეორე მიკრო რაიონში მდებარე სკვერში 100 ძირი

საქართველოს გენერალური პროკურორი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

20 თებერვალი, 2019 , 15:29

საქართველოს პროკურატურაში გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძისა და სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის დავით ასათიანის შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე, შალვა თადუმაძემ და დავით ასათიანმა გენერალურ პ

პარკირების საათობრივი გადასახადი, საპილოტე მოდელის სახით, პირველი ივლისიდან ამოქმედდება

20 თებერვალი, 2019 , 14:44

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი პირველ ეტაპზე, საპილოტე მოდელის სახით, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღ

ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის უკანონოდ მიტაცების მცდელობა გამოავლინეს

20 თებერვალი, 2019 , 14:10

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მუნიციპალურმა ინსპექციამ ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის უკანონოდ მიტაცების მცდელობა გამოავლინა. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთა

2019 წელს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის იგეგმება 16 საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულება სხვადასხვა რეგიონში

20 თებერვალი, 2019 , 14:00

იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის ახალი ფუნქცია, რომელიც ჩვენმა სამინისტრომ 2018 წელს შეიძინა. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ მხოლოდ ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას. ჩვენ ნაწილში, მშ

უწყებებში, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიზნესთან, უნდა დაინერგოს ან გააძლიერდეს მედიაცია - ირაკლი ლექვინაძე

20 თებერვალი, 2019 , 13:30

„დღეს ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც კერძო სექტორი სვამს საქართველოს ბიზნეს გარემოსთან მიმართებაში არის დავების სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტა. ამ გამოწვევის პასუხია არბიტრაჟის ჩამოყალიბება და მედიაციის, როგორც