უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

2 ნოემბერი, 2016 15:55
font-size

საერთაშორისო კონფერენციაზე მეცხოველეობის დარგის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს

მეცხოველეობის დარგის განვითარების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების კუთხით საერთაშორისო კონფერენცია - „საერთაშორისო გამოცდილება - მეცხოველეობის დარგში ინვესტირებისა და წარმატებისთვის კავკასიის რეგიონში“ გაიმართა. ღონისძიება კომპანიის „კავკასიის გენეტიკა“ და კანადის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს - ალბერტას (Alberta Ministry of Agriculture, Forestry and Rural Development) ორგანიზებით, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

სამინისტროს ცნობით, კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიოში მეცხოველეობის მიმართულების ფერმერული მეურნეობების განვითარების საკითხები განიხილეს. ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოში მეცხოველეობის დარგში არსებულ პოტენციალზე, დარგის განვითარების პერსპექტივებსა და აღნიშნული მიმრთულებით ინვესტირების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგისთვის მეცხოველეობის სექტორის განვითარება მნიშვნელოვანია.

,,კონფერენციის მიზანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მეცხოველეობის მიმართულებით. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ჯიშთა გამოცდა და გენეტიკური გაუმჯობესება, რაც საქონლის პროდუქტიულობას მნიშვნელოვნად გაზრდის, რაც ქართველ ფერმერთა შემოსავლების ზრდას და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. ჩვენი ქვეყნისთვის მეცხოველეობის სექტორი ძალიან მნიშვნელოვანია, ფაქტობრივად ეს არის საქართველოს სოფლის მეურნეობის წარმოების ნახევარი. შესაბამისად, აღნიშნული სექტორის განვითარება და პროდუქტიულობის ზრდა პირდაპირ კავშირშია ჩვენი ფერმერების კეთილდღეობასთან. ჯიშთა გამოცდისა და გენეტიკური გაუმჯობესებების მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად მუშაობს, თუმცა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

როგორც კომპანიის „კავკასიის გენეტიკა“ წარმომადგენელმა, თამარ ყაჭაშვილმა აღნიშნა, კომპანია „კავკასიის გენეტიკა“ 2006 წლიდან დღემდე სოფლის მეურნეობის სექტორში, მეცხოველეობის მიმართულებით, აქტიურად მუშაობს. კომპანია სანაშენე საქმიანობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენებას და ხელოვნური განაყოფიერების გზით ჯიშობრივ გაუმჯობესებას უწყობს ხელს უწყობს.

მეცხოველეობის დარგის განვითარების მნიშვენლობაზე და ქვეყანაში არსებულ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების, კანადის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს - ალბერტას, კანადის სავაჭრო პალატის, მეცხოველობის დარგში მომუშავე კანადის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მეცხოველეობის დარგის ექსპერტები, უცხოელი სპეციალისტები და მეცხოველეობის ორგანიზაციების წარმომადგენლები (ესტონეთი, ისრაელი, სომხეთი), ვეტერინარები და ზოოტექნიკოსები, ასევე ფერმერები, ფერმერული ასოცოაციების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები.

კონფერენციის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე მეცხოველეობის სექტორის კანადური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის მეცხოველეობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ პირველი მაისისათვის 27.58 მლრდ ლარი შეადგინა

25 მაისი, 2020 , 19:02

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი მაისისათვის 27.58 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.30 მლრდ ლარით, ანუ 4.49%-ით ნაკლებია პირველი აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 787.06 მლნ ლარით შემცირდა

25 მაისი, 2020 , 18:43

აპრილში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 787.06 მლნ ლარით შემცირდა. უფრო კონკრეტულად კი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2020 წლ

საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 2.01 პროცენტით შემცირდა

25 მაისი, 2020 , 18:34

ეროვნული ბანკის ცნობით, მიმდინარე წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.01 მლრდ ლარით, ანუ 2.01 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.

როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა - ნათია თურნავა

25 მაისი, 2020 , 16:07

„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანე

აუქციონზე 80 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

25 მაისი, 2020 , 14:40

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, დღეს აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. „2020 წლის 25 მ

ტერმინის „ღრმაწყლოვანი“ პოლიტიზირება და განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება ალბათ იმას აწყობდა, ვინც ამით თავის წარუმატებლობას ფარავდა - ნათია თურნავა

22 მაისი, 2020 , 18:27

„ტერმინის „ღრმაწყლოვანი“ პოლიტიზირება და განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება ალბათ იმას აწყობდა, ვინც ამით თავის წარუმატებლობას ფარავდა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა