უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

26 იანვარი, 2017 15:00
font-size

საერთაშორისო კვლევაში გამოკითხულთა 90 პროცენტზე მეტმა საქართველოს საბაჟო ბიზნესისადმი მეგობრულ და ბიზნესის ხელშემწყობ სტრუქტურად დაასახელა

საერთაშორისო კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 90 პროცენტზე მეტმა საქართველოს საბაჟო ბიზნესისადმი მეგობრულ და ბიზნესის ხელშემწყობ სტრუქტურად დაასახელა, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც თბილისში 26 იანვარს გაიმართა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს საბაჟოს საქმიანობა დადებითად შეაფასა და უწყების თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველოში მხოლოდ 15 წუთშია შესაძლებელი, განაბაჟოთ საქონელი და კიდევ უფრო მარტივად განახორციელოთ ექსპორტის პროცედურები. ძალიან მარტივად ხდება ტრანზიტზე მიმავალი ტვირთების გატარება. როდესაც ჩვენ ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგზე ვლაპარაკობთ, მისი ერთერთი მთავარი კომპონენტი არის ვაჭრობა და სწორედ ამ კომპონენტზე აისახება თქვენი ღვაწლი, ის დამოკიდებულება, რაც გაგაჩნიათ ბიზნესის მიმართ. ერთი მხრივ, აბსოლუტურად სამართლიანია, როდესაც თქვენ იცავთ კანონს მთელი სიმკაცრით, არ აძლევთ შესაძლებლობას კონტრაბანდას, რომ ქვეყანაში გაჩნდეს, რაც ხელს უწყობს ჯანსაღ კონკურენციას და არა მხოლოდ შემოსავლებს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში. მეორე მხრივ, თქვენი კეთილგანწყობა ბიზნესისადმი, თქვენი მომსახურება, საბოლოო ჯამში, აისახება სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობაზე,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა, მან მაგალითად მოიყვანა საერთაშორისო კვლევა, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 90 პროცენტზე მეტმა საქართველოს საბაჟო ბიზნესისადმი მეგობრულ და ბიზნესის ხელშემწყობ სტრუქტურად დაასახელა.
„მინდა იამაყოთ ამ მიღწევით, მაგრამ ამავე დროს გააუმჯობესოთ თქვენი ყოველდღიური საქმიანობა როგორც კანონის დაცვით, ასევე ბიზნესის მომახურების მიმართულებით,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი