უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

5 თებერვალი, 2018 11:35
font-size

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე კიდევ 13 რუსი სპორტსმენი და 2 მწვრთნელი არ დაუშვა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა არ დაუშვა სამხრეთ კორეაში გასამართ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 13 რუსი სპორტსმენი და 2 მწვრთნელი, რომლებიც დოპინგის საქმეზე სპორტულმა არბიტრაჟმა გაამართლა.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად კომიტეტმა ეჭვი გამოთქვა სპორტსმენების „სისუფთავეში“. როგორც ხელმეორედ ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, სპორტსმენებს დოპინგის კვალი აღმოაჩნდა.

„დამატებითი ინფორმაცია მოიცავს მონაცემებს ფარმაცევტული ბაზიდან, აკრძალული ნივთიერებების კვალს, სტეროიდებით მანიპულირების მტკიცებულებებსა და სხვა კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომელიც მიწოდებულია საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტოს მიერ“, -ნათქვამია განცხადებაში.

1 თებერვალს სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ დააკმაყოფილა 28 რუსი სპორტსმენის საჩივარი, რომელიც ეხებოდა ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას მათი ოლიმპიადიდან მოხსნის შესახებ. ასევე რუსმა სპორტსმენებმა 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლების ნაწილი დაიბრუნეს, რაც ჩამორთმეული ჰქონდა სადოპინგო სკანდალის გამო.

სასამართლოს განმარტებით, 28 სპორტსმენის მიმართ საკმარისი მტკიცებულებები წარდგენილი არ ყოფილა.

მანამდე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ამ სადოპინგო სკანდალის გამო გადაწყვიტა, არ დაუშვას რუსეთის ოლიმპიური ნაკრები 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე. გავრცელებული ინფრომაციით, სამხრეთ კორეაში ჩასვლას მხოლოდ ის სპორტსმენები შეძლებენ, რომლებიც დოპინგის მიღებაში შემჩნეულები არ იყვნენ ოღონდ იმ პირობით, თუკი ისინი ნეიტრალური დროშის ქვეშ გამოვლენ.

2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები სამხრეთ კორეის ქალაქ ფხენჩხანში 9-დან 25 თებერვლამდე გაიმართება.

სომხეთი: კორონავირუსის 489 ახალი შემთხვევა, 13 გარდაცვლილი პაციენტი

11 ივლისი, 2020 , 12:40

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 489 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 31 392-მდე გაიზარდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს კიდევ 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთ

რუსეთი: კორონავირუსის 6 611 ახალი შემთხვევა, 188 გარდაცვლილი პაციენტი

11 ივლისი, 2020 , 12:40

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 611 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 720 547-მდე გაიზარდა. კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 188 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიც

რუსეთი: კორონავირუსის 6 635 ახალი შემთხვევა და 174 გარდაცვლილი პაციენტი

10 ივლისი, 2020 , 13:20

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 713 936-მდე გაიზარდა. კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 174 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიც

სომხეთი: კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი პაციენტი

10 ივლისი, 2020 , 12:15

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 30 903 -მდე გაიზარდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს კიდევ 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერ

სომხეთი: კორონავირუსის 526 ახალი შემთხვევა, 14 გარდაცვლილი პაციენტი

9 ივლისი, 2020 , 12:30

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 526 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 30 346-მდე გაიზარდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს კიდევ 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთ

რუსეთი: კორონავირუსის 6 509 ახალი შემთხვევა, 176 გარდაცვლილი პაციენტი

9 ივლისი, 2020 , 12:30

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 707 301 -მდე გაიზარდა. კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 176 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე