უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

4 ივნისი, 2020 15:55
font-size

საერთაშორისო რეზერვების ადეკვატური დონე საგარეო შოკებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია - კობა გვენეტაძე

სავალუტო პოლიტიკის გატარებისას, ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნების ამოცანასაც ითვალისწინებდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. კომიტეტზე ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიურ ანგარიშის განიხილავენ.

მისი თქმით, საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ეროვნულ ვალუტაზე ფასწარმოქმნის საბაზრო პრინციპებს გულისხმობს.

„სავალუტო პოლიტიკის გატარებისას, ეროვნული ბანკი ითვალისწინებდა საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნების ამოცანასაც. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების ადეკვატური დონე, განსაკუთრებით მაღალი დოლარიზაციის პირობებში, საგარეო შოკებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის მნიშვნელოვან მაჩვენებელს წარმოადგენს და მისი მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი შემადგენელია“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

მისი თქმით, 2019 წლის პირველ ნახევარში სავალუტო ბაზარზე ლარის კურსის პოზიტიური მოლოდინებით გამოწვეული გამყარება აღინიშნებოდა.

„თუმცა წლის მეორე ნახევარში რუსეთის ტურისტულმა ემბარგომ და მასთან დაკავშირებულმა ნეგატიურმა მოლოდინებმა ლარის კურსზე მნიშვნელოვანი ზეწოლა გამოიწვია. შესაბამისად, თუ წლის დასაწყისიდან ექსი თვის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებისა და სავალუტო ოფციონების საშუალებით 216 მლნ დოლარი შეისყიდა, აგვისტო-ნოემბერში, ინფლაციურ პროცესებზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით, 92.8 მლნ დოლარი გაყიდა. მთლიანობაში კი, სავალუტო აუქციონებისა და სავალუტო ოფციონების ინსტრუმენტით, 2019 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 123.5 მლნ დოლარი შეადგინა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0600 ლარი გახდა

9 ივლისი, 2020 , 17:20

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0600 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0594 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

New York-ის deloittes-ის ოფისთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე ვმუშაობთ და დისკუსიაში ქართველ ექსპერტთა ჯგუფი მოვიწვიეთ - ივანე მაჭავარიანი

8 ივლისი, 2020 , 14:20

შეხვედრის მიზანი იყო, რომ შეგვეჯერებინა პოზიციები უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების, ასევე, მთავრობას გამოემუშავებინა ისეთი გეგმა და სტრატეგია, რომელიც შეჯერებული იქნება ადგილობრივ რეალობასთან, - ამის შესახებ საქართველო

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება - ირაკლი ჩიქოვანი

8 ივლისი, 2020 , 12:20

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით, - ამის შესახებ ს

საქართველო მსოფლიო ბანკისგან დამატებით 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას მიიღებს

8 ივლისი, 2020 , 11:30

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო „ეკონომიკური მართვისა და კონ

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

7 ივლისი, 2020 , 14:30

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. „2020 წლის 7 ივლისს,

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

7 ივლისი, 2020 , 14:30

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც აუქციონზე 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. „2020 წლის 7 ივლისს, ფინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე