უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 მაისი, 2017 18:00
font-size

საერთაშორისო სამედიცინო კორპორაცია გილეადი საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე ვიდეორგოლი გადაიღო

საერთაშორისო ბიოფარმაცევტულმა კორპორაციამ გილეადმა საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ვიდეორგოლი მიუძღვნა. როგორც ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, ამ ფილმში საქართველო ნაჩვენებია, „როგორც ქვეყანა, რომელმაც 2020 წელს მთელს მსოფლიოში პირველმა, C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია უნდა მოახდინოს“.

ვიდეორგოლის მიხედვით, აღნიშნული პროგრამა გილეადის, საქართველოსა და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლობით მიმდინარეობს. ხაზგასმულია, რომ საქართველოს მაღალი მაჩვენებელი აქვს ქრონიკული C ჰეპატიტის კუთხით.

ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, გილეადთან საუბრისას განაცხადა, რომ საგანგაშო სტატისტიკა გამოწვეულია მოსახლეობის მძიმე სოციალური ფონით, ინფექციის გავრცელებითა და სტიგმით. სერგეენკომ აღნიშნა, რომ სტიგმის დასაძლევად გაიმართა მედიაკამპანია „Stop C“.

ვიდეორგოლში ასევე ელიმინაციის პროგრამის ეტაპებზეა საუბარი. პირველი ეტაპია სქრინინგი. C ჰეპატიტის დადგენის შემთხვევაში, პირს სარეგისტრაციო ბაზაში სვამენ და მკურნალობის კურსს უტარებენ.

გილეადი აღნიშნავს, რომ საქართველოში C ჰეპატიტის გავრცელების რისკი მაღალია საპატიმროებსა და ნარკომომხმარებლებში.

რაც შეეხება წამლებს, C ჰეპატიტის სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტებს პაციენტები უფასოდ იღებენ.
ამ დროისთვის პროგრამაში 36 500-ზე მეტი ადამიანია ჩართული, მათგან 29 000-მდე პაციენტმა მკურნალობის კურსი უკვე დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი 97%-ია.

ანა მებურიშვილი


სოფელ ანაგის მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს

4 ივლისი, 2020 , 16:55

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით დღეს გზის გადაკეტვაც სცადა თუმცა, ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამისი საშუალება არ მისცა. ადგილობრივების ინფორმაციით, უკვე წლებია უწყლობის პრ

ქალები იმდენად ძლიერები არიან, რომ სამომავლოდ კვოტირების გარეშეც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს - მამუკა ხაზარაძე

4 ივლისი, 2020 , 16:10

“ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ აღარ დაგვჭირდება კვოტირება და ქალები ისედაც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს, როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა თანამდებობაზე,” - ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის&rdquo

ნუნუ მიცკევიჩმა თბილისში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერა

4 ივლისი, 2020 , 16:10

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან სოფო გორგოძესთან ერთად თბილისის 103-ე სკოლაში საგამოცდო ცენტრი მოინახულა.

ჩემთვის მარტივად გასაგებია, რომ ამერიკელებს და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ -კელი დეგნანი

4 ივლისი, 2020 , 15:10

ჩვენ დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ბრძოლა უფრო სრულყოფილი კავშირის ფორმირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორობას და იმ უფლებების დაცვას, რომელიც აღიარებულია დეკლარაციაში, არასდროს ჩერდება, – ამი

გახსენით თურქეთთან საზღვარი მანამ, სანამ დასავლეთ საქართველოში შიმშილი არ დაწყებულა - გიგი უგულავა

4 ივლისი, 2020 , 15:10

„ევროპული საქართველო“ მთავრობას თურქეთთან საზღვრის გახსნისკენ მოუწოდებს. პარტიის თავმჯდომარის, გიგი უგულავას განცხადებით, დასავლეთ საქართველოში 10 ათასობით ადამიანი, რომლმებიც სეზონურად მუშაობენ, შემოსავლის გ

`ქართულმა ოცნებამ` ათასობით ადამიანი დასაქმების გარეშე დატოვა - ბადრი ჯაფარიძე

4 ივლისი, 2020 , 15:10

“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ანაკლიის პორტის საინვესტიციო მასშტაბი უპრეცედენტოა,” - ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საუბრობს. “რომ არა “ქართული ოცნება

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე