უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

2 აგვისტო, 2019 12:08
font-size

საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში​ ადასტურებენ, რომ სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავენ - საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს ელჩი კანადაში და მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) კონსტანტინე ქავთარაძე ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტს, ოლუმუივა ბენარდ ალიუს, ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ფანგ ლიუს, საჰაერო ნავიგაციის ბიუროს დირექტორს, სტეფან კრემერს, საჰაერო მიმოსვლის მართვის დირექტორატის დირექტორს, კრის დალტონს, საავიაციო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორს, კატალინ რადუს და ICAO-სთან აკრედიტებული ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განხილვის თემა იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს, ოკუპირებული აფხაზეთიდან, კერძოდ, სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენები განახორციელოს.

ელჩმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ამგვარი ნაბიჯები არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, გაერო-ს ქარტიას, უხეშად ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

შეხვედრაზე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცი​ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ICAO როგორც გაერო-ს სტრუქტურა, მხარს უჭერს გენერალური ასამბლეისა და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას და ერთმნიშვნელოვნად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

მათ აღნიშნეს, რომ კარგად იცნობენ ამ პრობლემას, რომლის პოლიტიკური შემადგენლის განხილვა გაერო-ს ფარგლებში ხდება, ხოლო ტექნიკურ და სამართლებრივ მხარეს ჩიკაგოს კონვენცია და ICAO-ს წესები არეგულირებს. კერძოდ, მათ ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ჩიკაგოს კონვენცია და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცი​ის პრინციპები კონვენციის წევრ ქვეყნებს უკრძალავს საჰაერო ნავიგაციის სფეროში ისეთ ქმედებებს, რაც მეორე ქვეყნის სუვერენიტეტს არღვევს. ამასთან ერთად, აღინიშნა, რომ ICAO-ს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის საჰაერო სივრცისთვის, რომელშიც აფხაზეთი შედის მინიჭებული აქვს ერთიანი სპეციალური კოდი FIR (Flight Information Region), რომლის შეცვლაც, ან მეორე ქვეყნის საჰაერო სივრცის ან მისი ნაწილის კოდზე მიბმა საქართველოს თანხმობის გარეშე შეუძლებელია. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია, რომელიმე ქვეყნის, მათ შორის რუსეთის მხრიდან ამგვარი მიმართვის შემთხვევაში არც კი განიხილავს ამ საკითხს, რადგან ქვეყნის საჰაერო სივრცის კოდის ცვლილება მხოლოდ ამ ქვეყნის თანხმობით შეიძლება. შესაბამისად, რა კოდიც არ უნდა მიანიჭოს რუსეთმა სოხუმის აეროპორტს, ICAO მას ყოველთვის საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს.

თავის მხრივ საქართველოს ელჩმა ორგანიზაციის წევრებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის წესი, ანუ განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც კრძალავს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კონსტანტინე ქავთარაძემ ხაზი გაუსვა, რომ 1992-93 წლების სამხედრო მოქმედებების გამო, სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე ჯერ კიდევ 1993 წელს დაიკეტა.

მისი თქმით, აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ნებისმიერი საჰაერო მიმოსვლა ამ ტერიტორიის თავზე ექვემდებარება საქართველოს მთავრობის თანხმობასა და ნებართვას. ხოლო იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საქართველოს მთავრობა ვერ ახორციელებს თავის ლეგიტიმურ იურისდიქციას აფხაზეთის ტერიტორიაზე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სტრუქტურები მოკლებული არიან შესაძლებლობას, უზრუნველყონ ფრენებზე ზედამხედველობის ფუნქციები. ამ პირობებში, შეუძლებელია ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა.

ელჩმა სთხოვა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს საჰაერო ნავიგაციის ბიუროს ხელმძღვანელებსა და ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის ამ უკანონო მცდელობას, მოსთხოვონ მას პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, გაერო-ს ქარტიასა და ჩიკაგოს კონვენციას.

საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცი​ის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ელჩს მიწოდებული ინფორმაციისთვის და დაადასტურეს ICAO-ს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს რეგიონებში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის, სამხედრო წვრთნების გამო

14 ნოემბერი, 2019 , 11:10

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-20 კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვის დროს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე ევროკავშირის სახელით სპეციალური განცხადება გაკეთდა, რომლის მიხედვითაც „ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქ

მიუღებელია ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხრიდან არაზუსტი განცხადებების გავრცელება - ევროკავშირი

11 ნოემბერი, 2019 , 10:40

ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალთან არსებულ მდგომარეობას ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუღებელია ადმინისტრაციულ საზღვართან დაძაბულობის ზრდა და ე.წ სამხრეთ ოსეთის მხრიდან არაზუსტი განცხადებების გავრცელება. ევროკა

ოკუპანტების მიერ სოფელ ქვეშის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია

8 ნოემბერი, 2019 , 15:45

ოკუპანტების მიერ სოფელ ქვეშის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ზაქარია ბუთხუზი გათავისუფლებულია. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველს არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. 28 წლის ზაქარია

გადაადგილების კუთხით დაწესებულ შეზღუდვებს, სავარაუდოდ, მორიგი მსხვერპლი ჰყავს

7 ნოემბერი, 2019 , 16:51

ახალგორის რაიონის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვას კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 6 ნოემბერს ახალგორის საავადმყოფოში გარდაიცვალა ადგილობრივი, 49 წლის საქართველოს მოქალაქე ბ.კ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, აღნ

დაუყოვნებლივ გაიხსნას დახურული გადასასვლელი პუნქტები - ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები

7 ნოემბერი, 2019 , 12:00

"მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, დაუყოვნებლივ გაიხსნას დახურული გადასასვლელი პუნქტები. გადასასვლელი პუნქტების დახურვა ამწვავებს ისედაც რთულ სიტუაციას, რაზეც მეტყველებს ბოლო დროინდელი სამედიცინო შემთხვევები, რაც სერიოზულად აი

მორიგი დეზინფორმაცია და პროვოკაციული განცხადება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დე ფაქტო ცხინვალის განცხადებაზე

7 ნოემბერი, 2019 , 12:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დეზინფორმაციასა და პროვოკაციას უწოდებენ დე ფაქტო ცხინვალის განცხადებას, თითქოს სოფელ ყობიდან ქართველმა პოლიციელებმა ცეცხლი გახსნეს. „ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და პროვოკაციული გ