უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

14 აპრილი, 2017 12:00
font-size

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს 285.3 მილიონი აშშ დოლარის პროგრამა დაუმტკიცა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს 285.3 მილიონი აშშ დოლარის პროგრამა დაუმტკიცა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში (Extended Fund Facility, EFF).

• პროგრამის დამტკიცებისთანავე საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება 30 მილიონი ესდეერი (დაახლოებით $40.7 მილიონი აშშ დოლარი).

• პროგრამა ხელს შეუწყობს ქვეყნის ამბიციურ სტრუქტურულ რეფორმებს სწრაფი და მეტად ინკლუზიური ზრდის მიღწევაში: განათლების, საგზაო ინფრასტრუქტურის, საჯარო მმართველობის გაუმჯობესებით.

• ფისკალური კონსოლიდაცია საშუალოვადიან პერიოდში ემსახურება სახელმწიფო ვალის შენარჩუნებას არსებულ დონეზე და ხარჯების მიმართვას ინფრასტრუქტურულ გამოწვევებზე.

ამა წლის 12 აპრილს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ქვეყნის ხელისუფლების ეკონომიკური რეფორმის მხარდასაჭერად საქართველოს 210.4 მილიონი ეს.დე.ერ-ი (SDR) (დაახლოებით 285.3 მილიონი აშშ დოლარი; ქვეყნის ქვოტის 100 პროცენტი) დაუმტკიცა "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში.

აღნიშნული პროგრამა საქართველოს ხელს შეუწყობს შეამციროს ეკონომიკური გამოწვევები და განახორციელოს კოორდინირებული პოლიტიკა ეკონომიკის ზრდის მიზნით. ეკონომიკის სწრაფი და უფრო ინკლუზიური ზრდისთვის პროგრამა ითვალისწინებს ამბიციურ სტრუქტურულ რეფორმებს განათლების, ინფრასტრუქტურული ინვესტიციების, საჯარო მმართველობის ეფექტურობის ამაღლების და ბიზნეს გარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით, რათა კერძო სექტორი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი გახდეს.

სსფ-ს დირექტორთა საბჭოს მიერ პროგრამის დამტკიცებისთანავე საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება პროგრამის პირველი ტრანში 30 მილიონი SDR-ის (დაახლოებით 40.7 მილიონი აშშ დოლარის) ოდენობით. პროგრამა ითვალისწინებს კიდევ ექვს ტრანშს. თითოეული მათგანი ხელმისაწვდომი გახდება ქვეყნისთვის პროგრამის მსვლელობის განმავლობაში, წელიწადში ორჯერ ჩატარებული მიმოხილვის დასკვნის საფუძველზე.

სსფ-ს დირექტორთა საბჭოს მიერ საქართველოს პროგრამის განხილვის დასრულებისთანავე, ბატონმა ტაო ჟანგმა (Mr. Tao Zhang), სსფ-ს მმართველი დირექტორის მოადგილემ და საბჭოს სხდომის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, განაცხადა შემდეგი:

“საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშავა ეკონომიკური პროგრამა, რომელსაც სსფ მხარს უჭერს „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“. საქართველოს გამოწვევები შემდეგია: წარმოების სიმცირე, დეფიციტური საგარეო და ფისკალური პოზიცია, ეკონომიკის ზრდის დაბალი ტემპი და მაღალი უმუშევრობა. ეს გამოწვევები განსაკუთრებით საგრძნობი გახდა 2014 წლის საგარეო შოკის ფონზე, როდესაც სავაჭრო პარტნიორების ზრდა შემცირდა ნავთობის დაბალი ფასის გამო.

პროგრამა პასუხობს ზემოაღნიშნულ გამოწვევებს ფისკალური დეფიციტის შემცირებით, ხარჯების ინვესტიციებზე მიმართვით, სტრუქტურული რეფორმების დაჩქარებით, მონეტარული პოლიტიკის და ფინანსური სექტორის ზედამხედველობის გაძლიერებით, უსაფრთხოების სისტემების და ბანკების საკითხთა განხილვის (banking resolution) ჩარჩოს დახვეწით.

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ინფლაციის ტარგეტირების მექანიზმის გაძლიერებას. მაშინ, როცა ფინანსური სექტორი მდგრადი აღმოჩნდა ვალუტის გაუფასურების მიმართ, ცენტრალური ბანკი ქმნის მაკროპრუდენციულ ინსტრუმენტებს ვალუტის შეუსაბამობის, კონცენტრაციის რისკის და სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკების საკითხებზე რეაგირებისთვის. ხელისუფლებამ გამოაცხადა დედოლარიზაციის ღონისძიებები. დეპოზიტების დაზღვევა გააძლიერებს ფინანსური უსაფრთხოების სისტემას.

ფისკალური პოლიტიკა მიმართული იქნება დეფიციტის ეტაპობრივ შემცირებაზე შემოსავლების ზრდისა და ხარჯების დაზოგვის გზით. თუმცა, საინვესტიციო ხარჯები გაიზრდება, რაც, თავისმხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას. გადაიდგმება ნაბიჯები ჯანდაცვის ხარჯების ეფექტურობის ასამაღლებლად, ისე, რომ არ შემცირდეს ჯანდაცვის სისტემის მოცვა, განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლადი ფენის მიმართ. გაძიერდება ფისკალური რისკების აღიარება და კონტროლი.

ეკონომიკური პროგრამის წარმატებისთვის კრიტიკულად მნშვნელოვანია სტრუქტურული რეფორმების გატარება, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალ ინკლუზიურ ზრდას და ეკონომიკის დივერსიფიცირებას. ყურადღება მიმართულია კაპიტალის ბაზრის რეფორმაზე, კერძო და საჯარო პარტნიორობის (PPP) რეფორმაზე, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმაზე, კერძო სექტორში აღრიცხვისა და კონკურენციის საკითხებზე და განათლების რეფორმაზე.

პროგრამის განხორციელების თანმხლებ მაღალ რისკს ანელებს ხელისუფლების გადაწყვეტილების სიმტკიცე და პროგრამის მიმართ არსებული პოლიტიკური მხარდაჭერა.“-აღნიშნა ბატონმა ჟანგმა.

რეგიონის სხვა ქვეყნების მსგავსად, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკა მოკრძალებული ტემპით, 2.7 პროცენტით გაიზარდა. ეს განაპირობა სავაჭრო პარტნიორთა ზრდის შენელებამ 2014 წლიდან დაწყებული. ინფლაციაც დაბალი იყო. ეროვნული ბანკის პოლიტიკის განაკვეთის კლების მიუხედავად, ინფლაცია მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა სამიზნე მაჩვენებელს: 5 პროცენტს. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ოდნავ გაიზარდა მშპ-ს 12.4 პროცენტამდე, გაუარესებული სავაჭრო სალდოს გამო, თუმცა კვლავაც მეტწილად ფინანსდებოდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით. საგარეო ვალმა, რომელიც ძირითადად შეღავათიანი პირობებითაანასესხები, თითქმის მშპ-ს 110 პროცენტს მიაღწია, ნაწილობრივ, ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების გამო.

2016 წლის ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 4.1 პროცენტს გაუთანაბრდა და აღემატა პროგნოზირებულ 3.0 პროცენტს. მიმდინარე ხარჯებსა და ბიუჯეტის მიერ გაცემული სესხების გადაჭარბება, მხოლოდ ნაწილობრივ დაბალანსდა აქციზიდან და მოგების გადასახადიდან მიღებული, მოსალოდნელზე მეტი, შემოსავლით.

2016 წლის განმავლობაში გაცვლითი კურსი მერყეობით ხასიათდებოდა, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს უბიძგებდა ჩარეულიყო სავალუტო ბაზარზე ვალუტის როგორც ყიდვის, ისე გაყიდვის მიმართულებით, ზედმეტი რყევების თავიდან ასაცილებლად. საქართველოს საბანკო სექტორი, მიუხედავად დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლისა, მდგრადია. ხოლო, ვადაგადაცილებული ვალების მაჩვენებელი მხოლოდ მცირედით გაიზარდა. საბანკო სექტორის ანგარიშის მიხედვით 2016 წელს ბანკების კაპიტალი, ლიკვიდურობა და მომგებიანობა ადეკვატური იყო. ბანკების საკრედიტო პორტფელი 12 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე).

2017 წელს მოსალოდნელია მშპ-ს 3.5 პროცენტით ზრდა. ინფლაცია ეროვნული ბანკის 4 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბებს: წინა პერიოდში ვალუტის გაუფასურების, მაღალი სასაქონლო ფასების და აქციზის ზრდის გამო. ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს 2018 წელს გაუტოლდება. საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა ექნება რეგიონსა და მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე, რთულად პროგნოზირებად, მოვლენებს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ საქართველოს მთავრობა შეჯერდა პროგრამაზე, რომელიც მიზნად ისახავს სწრაფ და მეტად ინკლუზიურ ზრდას მაკროეკონომიკური სტაბილურობის დაცვით.
მთავრობის რეფორმის პროგრამა, რომელსაც სსფ მხარს უჭერს გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით, მიზნად ისახავს ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებას, საგარეო რისკების მიმართ ქვეყნის მოწყვლადობის შემცირებას, ფისკალური საიმედოობის და ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ზრდას, სტრუქტურული რეფორმების გატარებას. კერძოდ:

• ფისკალური კონსოლიდაცია საშუალოვადიან პერიოდში ემსახურება ვალის შენარჩუნებას არსებულ დონეზე. ხარჯები გადანაწილდება მიმდინარედან კაპიტალურზე, ინფრასტრუქტურული საჭიროებების მოსაგვარებლად.

• სტრუქტურული რეფორმები გაზრდის დანაზოგებს, კერძო სექტორის ინვესტიციებს და კონკურენტუნარიანობას.

• ორმხრივ და მრავალმხრივ დონორთა მხარდაჭერა მობილიზდება ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების და ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვების შესავსებად, პროგრამის მსვლელობის პერიოდში.

პროგრამით გათვალისიწნებული ღონისძიებები:

ფისკალური კონსოლიდაცია, ინვესტიციების შეუფერხებელი დაფინანსების პირობებში: ხელისუფლების მიზანია მიმდინარე ხარჯების შეზღუდვა და შემოსავლების ზრდა, ინფრასტრუქტურული საჭიროებების დაფინანსების მიზნით. ხარჯების შეზღუდვის ღონისძიებები მოიცავს: სახელფასო ხარჯების მართვის გაუმჯობესებას, მიმდინარე ხარჯვის ეფექტურობის ამაღლებას, ადგილობრივი მთავრობის ხარჯების უკეთეს კონტროლს. საჯარო ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილი ღონისძიებები ემსახურება ხარჯების ეფექტურობის ამაღლებას, ქვეყანაში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კლების გარეშე, განსაკუთრებით მოწყვლადი ფენისთვის. შემოსავლების მხრივ: მთავრობის მიერ გაზრდილმა გადასახადებმა დააკომპენსირა მოგების გადასახადის რეფორმით გამოწვეული შემოსავლების დანაკლისი და დააფინანსა გაზრდილი კაპიტალური ხარჯები. მთავრობამ მზადყოფნა გამოხატა, საჭიროების შემთხვევაში, გაატაროს დამატებითი ღონისძიებები ფისკალური მაჩვენებლების შესრულებლად.

ინფლაციის ტარგეტირება და გაცვლითი კურსის მოქნილობა: საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ფასების სტაბილურობის და გაცვლითი კურსის მოქნილობის უზრუნველყოფას. განუწყვეტლივ მიმდინარეობს ფასების დონეზე დაკვირვება და შედარება ეროვნული ბანკის ინფლაციის ტარგეტთან საშუალოვადიან პერიოდში შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს ეროვნული ბანკი კვლავაც უზრუნველყოფს, რომ ვალუტის გაცვლითი კურსი მოერგოს საბაზრო პირობებს. სსფ-ს პროგრამის მიზანია საერთაშორისო რეზერვების დაგროვება. ეროვნული ბანკი განაგრძობს ლიკვიდურობის მართვის გაუმჯობესებას და მონეტარული პოლიტიკის გადაცემის გაძლიერებას, მათ შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებით.

ფინანსური სექტორის გაძლიერება: ქვეყნის ხელისუფლებამ დაადასტურა საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ფინანსური სტაბილურობის მანდატის შესრულებაში. სსფ-ს ფინანსური სექტორის შეფასების (FSAP) რეკომენდაციით, საქართველოს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ‘სესხის და ღირებულების’ და (loan-to-value) და ‘გადახდის და შემოსავლის’ (payment-toincome) დასაშვებ ნორმებს იპოთეკური სესხებისთვის. უცხოურ ვალუტის სესხებზე განისაზღვრება შედარებით მკაცრი ნორმები. პროგრამა მიზნად ისახავს ‘მომხმარებელთა დაცულობის’ და ‘პრობლემური ბანკების საკითხის განხილვის’ ჩარჩო პირობების გაძიერებას ახლო მომავალში. ხოლო საშუალოვადიან პერიოდში დაიხვეწება ‘უკანასკნელი ინსტანციის მსესხებლის’ მექანიზმი.

სტრუქტურული რეფორმები: ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის დივერსიფიცირებას, და ინკლუზიურ ზრდას. კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო რეფორმასთან ერთად შეკრებს ადგილოვრივ დანაზოგს და ხელს შეწუყობს კერძო სექტორის მიერ ინვესტირებას. განათლების რეფორმა გაზრდის სამუშაო ძალის პროდუქტიულობას და ხალხის უნარ-ჩვევებს შეუსაბამებს დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს. მმართველობის გაუმჯობესება და კონკურენციის ზრდა საქართველოს ეკონომიკას განუმტკიცებს მზარდი ბაზრის სტატუსს.

ქვემო ქართლის მეწარმეებს გავაცანით შესაძლებლობები, რომელიც მათთვის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაქვს - გენადი არველაძე

19 იანვარი, 2019 , 15:38

საქართველოში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მიმდინარეობას შეეხებოდა შეხვედრა, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგი

18 იანვარი, 2019 , 16:29

2019 წლის 18 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6632 შეადგინა.

ანკარა-თბილი-ანკარას მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა

18 იანვარი, 2019 , 11:23

18 იანვარს, საქართველოს საელჩოს, თურქეთის ავიახაზებისა (Turkish Airlines) და TAV ჰოლდინგის ორგანიზებით, ანკარას ესენბოღას აეროპორტში ანკარა-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ავიარეისის გახსნის ცერემონია გაიმართა, ღ

გენადი არველაძე საუდის არაბეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

17 იანვარი, 2019 , 20:09

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და

ევროკავშირმა საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონი ლარი გამოყო

17 იანვარი, 2019 , 17:50

"2018 წლის დეკემბერში, ევროკავშირმა 110 მილიონი ლარი ( 36.8 მლნ ევრო) გადმორიცხა", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა მედიასთან დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით, რითაც დაადასტურა წინსვლა მთავრობის მიერ რ

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარედ ავთანდილ კასრაძე დაინიშნა

17 იანვარი, 2019 , 14:48

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს - ავთანდილ კასრაძე სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის