უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

4 აპრილი, 2018 16:55
font-size

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები დადებითად შეაფასა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს მერსედეს ვერა - მარტინს და მისიის სხვა წევრებს შეხვდა. მისია საქართველოში „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის მეორე მიმოხილვის ფარგლებშია ჩამოსული.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს პროგრამის მიმდინარეობა, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის. გარდა ამისა, საუბარი წარიმართა ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და მიმდინარე სტრუქტურულ და ეკონომიკურ რეფორმებზე.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის გააცნო პოზიტიური დინამიკა, რომელიც საქართველოს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით აქვს. მისი თქმით, 2017 წელი საქართველომ 5-პროცენტიანი რეალური ეკონომიკური ზრდით დაასრულა, ხოლო 2018 წლის თებერვალში - 5,5 პროცენტი, ხოლო პირველ ორ თვეში - 4,9 პროცენტი შეადგინა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დაფიქსირებული პოზიტიური მაჩვენებლები მთელ რიგ მიმართულებებში პოზიტიური დინამიკით არის გამოწვეული, რომელთა შორისაა — საწარმოთა ბრუნვა, გაზრდილი ექსპორტი, ტურისტების რაოდენობა და ფულადი გზავნილების მაჩვენებელი.

შეხვედრაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და აღნიშნეს, რომ რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდება, პოზიტიურად მოქმედებს ეკონომიკური აქტივობაზე.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მისიის წევრებს ასევე გააცნო საქართველოს ეკონომიკური ვითარების მიმართ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია FITCH-ის ბოლო შეფასების შესახებ. კერძოდ, საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურით“ შეიცვალა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის.

მიმდინარე რეფორმებზე საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი მოგების გადასახადის რეფორმას, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდას. კერძოდ, 2017 წელს რეინვესტირების შთამბეჭდავი, 129.6 პროცენტიანი ზრდა (401.9 მლნ. აშშ. დოლარით მეტი) დაფიქსირდა და რეინვესტირების მოცულობამ 712.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

რეინვესტირების წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 38.2 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 18.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, რეინვესტირების მოცულობის ზრდა ნათლად მიანიშნებს ინვესტორთა ნდობის ზრდასა და პოზიტიურ მოლოდინებზე ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ.

პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, რეინვესტირების მოცულობის ზრდას ხელი შეუწყო მოგების გადასახადის რეფორმამ, რომელიც კერძო სექტორს აძლევს საშუალებას მათი მიღებული მოგება, გადასახადების ნაცვლად, მიმართონ ახალი ინვესტიციების განსახორციელებლად და ბიზნესსაქმიანობის გასაფართოებლად, რაც კიდევ უფრო ზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას.

შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება რეფორმებზე, მათ შორის, საპენსიო რეფორმაზე, კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, საჯარო-კერძო თანამშრომლობის კანონპროექტზე, ენერგეტიკულ და სხვა მნიშვნელოვან რეფორმებზე. ასევე განხილული იქნა საქართველოს ეკონომიკის სექტორებში მიმდინარე ტენდენციები და დაგეგმილი ღონისძიებები, რომლებიც მათი განვითარებისკენაა მიმართული.

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი