უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

2 მარტი, 2017 13:45
font-size

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დონეზე მიღწეულია შეთანხმება საქართველოში 3 წლიანი პროგრამის დაწყებაზე

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დონეზე მიღწეულია შეთანხმება საქართველოში 3 წლიანი პროგრამის დაწყებაზე, რომელიც დაფინანსდება 285 მილიონი აშშ დოლარით "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" (Extended Fund Facility).

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დასკვნითი პრესრელიზი წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრთა განცხადებას ვიზიტის შედეგების შესახებ.

,,ეს განცხადება ეკუთვნის მისიის წევრებს და შეიძლება არ ასახავდეს სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მოსაზრებას. მისიის მიგნებების საფუძველზე მომზადებული ანგარიში, ხელმძღვანელთა დასტურით, წარედგინება სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს განხილვისთვის და პროგრამის დამტკიცებისთვის.

• საქართველოს ხელისუფლების და სსფ-ს მისიის წინასწარი შეთანხმებას სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ამა წლის აპრილში განიხილავს.

• ხელისუფლების პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს მიაღწიოს ინკლუზიური ზრდის მაღალ ტემპს, უზრუნველყოს ქვეყნის ფისკალური მდგრადობა, შეამციროს ეკონომიკის მოწყვლადობა საგარეო შოკების მიმართ, გააძლიეროს ფისკალური და მონეტარული ინსტიტუციები და გააუმჯობესოს ფინანსური და სოციალური დაცვის მექანიზმები.

• "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი" მხარს უჭერს ხელისუფლების ეკონომიკურ რეფორმებს.

საქართველოს ხელისუფლების მოწვევით ამა წლის 15 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოს სტუმრობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, ქალბატონი მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით. ვიზიტის მიზანი იყო სამწლიანი ეკონომიკური პროგრამის განხილვა, რომელსაც მხარს დაუჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდი „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) ფარგლებში. მისიის დასასრულს ქალბატონმა მერსედეს ვერა მარტინმა განაცხადა შემდეგი:

"მაქვს პატივი განვაცხადო, რომ სსფ-ს მისიამ და საქართველოს ხელისუფლებამ მივაღწიეთ შეთანხმებას 3 წლიანი პროგრამის დაწყების თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 201.4 მილიონი ესდეერ-ის (SDR: Special Drawing Right); დაახლოებით 285 მილიონი აშშ დოლარის ანუ სსფ-ში საქართველოს ქვოტის 100 პროცენტის ტოლი თანხის გამოყოფას "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) ფარგლებში. სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო საქართველოს საკითხს ა.წ. აპრილის შუა რიცხვებში განიხილავს.

საქართველოს ეკონომიკა მდგრადია მიუხედავად 2014 წელს დაწყებული საგარეო შოკის გავლენისა. 2015-2016 წლებში ეკონომიკის საშუალო წლიური ზრდა 2.8 პროცენტი იყო, რაც საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის (ჩინეთის გარდა) ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფლაცია დაბალი რჩებოდა. ეკონომიკური ზრდის შემდგომი მამოძრავებელი იქნება ხელისუფლების დაგეგმილი რეფორმების სწრაფი განხორციელება, რაც შექმნის კერძო ინვესტირებისათვის შესაფერის გარემოს, ხელს შეუწყობს პროდუქტიულობის და ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდას.

ხელისუფლებასთან შეთანხმებული ეკონომიკური პოლიტიკა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას და სტრუქტურული ხარვეზების აღმოფხვრას, რაც სწრაფ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას წაახალისებს. მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამბიციური რეფორმების გასატარებლად ხელისუფლება შესაბამის ნაბიჯებს გადადგავს.

საშუალოვადიან პერიოდში უნდა განხორციელდეს ფისკალური კონსოლიდაცია, რომლის ფარგლებშიც არ შეფერხდება სახელმწიფო ინვესტიციები და სოციალური ხარჯები, ხოლო ქვეყნის ვალი შენარჩუნდება მდგრად დონეზე. 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული მკაცრი ფისკალური ზომები ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევას ემსახურება. მთავრობა განახორციელებს მნიშვნელოვან ფისკალურ რეფორმებს საბიუჯეტო დისციპლინის შესანარჩუნებლად, ფისკალური წესების არსებული საზღვრების დაცვით. სსფ-ს მისია და საქართველოს ხელისუფლება შეთანხმდა საჯარო ფინანსების მართვის გაუმკაცრების მნიშვნელობაზე. კერძოდ, უნდა გაუმჯობესდეს ფისკალური რისკების გასაჯაროება და კონტროლი; გაგრძელდეს საგადასახადო სამსახურის გაძლიერება.

ფულად-საკრედიტო პოლიტიკა კვლავაც მართებულად მიმართული იქნება ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაზე. 2017 წელს ინფლაცია, სავარაუდოდ, გადააჭარბებს ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელს, რაც აიხსნება მსოფლიო სასაქონლოს ფასების მატებით, აქციზების ზრდით და გაცვლითი კურსის გაუფასურებით. გამოცხადებული მონეტარული პოლიტიკა ვითარების შესაბამისია და როგორც კი ერთჯერადი გავლენების მქონე მიზეზები გაილევა, 2018 წელს ინფლაცია დაუბრუნდება სამიზნე მაჩვენებელს. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი და მცურავი სავალუტო კურსი საქართველოს ეკონომიკისთვის შესაფერისია. გაგრძელდება გაცვლითი კურსის მოქნილობის უზრუნველყოფა, ხოლო სავალუტო ბაზარზე ჩარევა მოხდება მხოლოდ ზედმეტი რყევების შესამცირებლად და ბაზრის დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად. სსფ-ს მისია მიესალმება ლარის ლიკვიდურობის ინსტრუმენტების გაუმჯობესებას და სესხის საგარანტიოდ გამოსაყენებელი აქტივების ჩამონათვალის გაფართოებას, რაც ზრდის სანდოობას ეროვნული ბანკის მიერ ლიკვიდურობის მართვის შესაძლებლობის მიმართ.

გეგმები, რომელიც მიზნად ისახავს საბანკო რეგულირების და ზედამხედველობის შემდგომი გაძლიერებას, ფინანსური უსაფრთხოების ბადის და ბანკების გაჯანსაღების ფორმალური ჩარჩოს შექმნას აამაღლებს საფინანსო სექტორის მდგრადობას შოკების მიმართ და უზრუნველყოფს მის მიერ მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას. ბანკების ზედამხედველობა კვლავაც გულმოდგინედ დააკვირდება სისტემურ და ლიკვიდურობის რისკებს. ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობით ჩამოყალიბდება დეპოზიტების დაზღვევის სისტემა. უნდა გადაიდგას ნაბიჯები ბანკის გაჯანსაღების ფორმალური ჩარჩოს და განსაკუთრებულ შემთხვევებში ბანკებისთვის ლიკვიდურობის მიწოდების მექანიზმის შესაქმნელად.

მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა სათანადო ყურადღებას ამახვილებს მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევაზე. ამბიციური სტრუქტურული რეფორმები მოიცავს განათლების გაუმჯობესებას; საგზაო ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს, ქვეყნის მდებარეობის ეფექტური გამოყენების და საქართველოს სატრანზიტო და ტურისტულ ჰაბად გადაქცევის მიზნით; სახელმწიფო მართვის ღიაობის და ეფექტიანობის ამაღლებას; და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, სადაც გაიზრდება კერძო სექტორის, როგორც ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელის როლი.

სსფ-ს მისია საქართველოში ვიზიტისას შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, ფინანსთა მინისტრს ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს, ეკონომიკის მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ბატონ კობა გვენეტაძეს და სხვა ოფიციალურ პირებს, ასევე, საერთაშორისო დონორების, სამოქალაქო საზოგადოების, ბანკების და ბიზნესის წარმომადგენლებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია მადლობას უხდის მთავრობას, ეროვნულ ბანკს, დონორებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს გულახდილი და კონსტრუქციული დიალოგისთვის".’’ - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა ხუთი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 მარტი, 2024 , 13:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

11 მარტი, 2024 , 12:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მ

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი - როლანდ პრაისი

27 თებერვალი, 2024 , 12:41

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისები

ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

21 თებერვალი, 2024 , 12:57

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის“ მხარდამჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება. „საქართველოს ბანკი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი