უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

15 ივლისი, 2017 15:50
font-size

საერთაშორისო საზოგადოება აფხაზეთზე ქართული მხარის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას იღებს - აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა უწყება

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის შეხვედრას გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერიშენთან და ქართულ მხარეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

„როგორც ცნობილი გახდა, 2017 წლის 12 ივლისს საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტერიშეს შეხვდა, რომლის ფარგლებში მან [საქართველოს წარმომადგენელმა] ხაზი გაუსვა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ადამიანთა უფლებების დაცვის კონტროლის მიზნით საერთაშორისო მექანიზმების შექმნას.

სამწუხაროდ, ქართული მხარე აგრძელებს სხვადასხვა საერთაშორისო მოედნების გამოყენებას აფხაზეთის შესახებ ცრუ და ცალმხრივი ინფორმაციის გასავრცელებლად. თავისი დასავლელი პარტნიორების პროტექციის გამოყენებით, საქართველო ბლოკავს აფხაზეთის წარმომადგენლების მონაწილეობას ნებისმიერი საერთაშორისო ინსტიტუტის საქმიანობაში. ამრიგად ჩამოყალიბდა მავნებელი პრაქტიკა, რომლის მიხედვით საერთაშორისო საზოგადოება ისევ ეყრდნობა არაობიექტურ ინფორმაციას, რომელსაც ოფიციალური ქართული პროპაგანდა ავრცელესბ, რათა აფხაზეთს არახელსაყრელი იმიჯი შეუქმნას“, - ნათქვამია განცხადებაში.

აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია ჟენევის მოლაპარაკებებია და ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი.

განცხადების თანახმად, შესაბამისად, აბსურდულია, დამატებითი საერთაშორისო მექანიზმის ჩართვა.
„ამის ფონზე ქართული მხარის მუდმივი მოწოდება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებითი საერთაშორისო მექანიზმების ჩართვის შესახებ აბსურდულია“, -წერია განცხადებაში.

აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინსიტრომ აღნიშნა, რომ ქართული მხარე არაა მოწოდებული კონფლიქტის მოგვარებისაკენ.

„მეტიც, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ქართული მხარე აბსოლუტურად არაა მზად, დაიწყოს არსებული პრობლემების რეალური გადაჭრა, რომელიც მიმართულია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებისა და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნმელსაყოფად. ამის ნათელი მაგალითია ქართული მხარის დესტრუქციული მოქმედებები ჟენევის დისკუსიების მე-40 რაუნდზე, რომლის ფარგლებში პირველად ყველა მონაწილე შეთანხმდა ძალის გამოუყენებლობის შესახებ ზეპირი განცხადების ტექსტზე, რაც ქართულმა მხარემ შეთავაზა. საბოლოო ჯამში, ქართული მხარე იყო ერთადერთი, რომელმაც მიღებული დოკუმენტის მიღებაზე უარი თქვა“, - ნათქვამია განცხადებაში.

აფხაზური მხარის ინფორმაციით, ადამინთა უფლებების კუთხით რეგიონში საგანგაშო ვითარება არაა და ამას თომას ჰამერბერგის ანგარიშიც ადასტურებს.

„რაც შეეხება ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხებს, რომელიც ჩვენს ქართველ ოპონენტებს ასე აღელვებთ, გვინდა შევახსენოთ, რომ 2016 წლის ბოლოს ევროკავშირის დახმარებით აფხაზეთში იყო გამოგზავნილი მისია ადამიანთა უფლებების სფეროში არსებული სიტუაციის შესასწავლად, რომელსაც ხელმძრვანელობდა ცნობილი ევროპელი დიპლომატი და უფლებადამცველი თომას ჰამერბერგი. მის საბოლოო დასკვნაში ჩანს აფხაზეთში ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მრავალი პრობლემების გადაჭრის პოზიტიური დინამიკა.

შესაბამისად, ქართველი პოლიტიკოსების ბრალდებები, რომ აფხაზეთის რესპუბლიკაში ხდება ადამიანთა უფლებების სერიოზული დარღვევევბი არის პოპულისტური და პოლიტიზირებული“, -წერია განცხადებაში.

აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყებამ მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ მიიღონ სრული ინფორმაცია ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარისგან.

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მორიგი მოქალაქე გაიტაცეს

20 აპრილი, 2018 , 14:15

საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენიდან საქართველოს მოქალაქე, 77 წლის ელიზბარ მესტუმრიშვილი გაიტაცეს. მესტუმრიშვილი საოკუპაციო ხაზთან თავის თანასოფლეთან ერთად საქონელს მწყემსავდა, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა და

ანატოლი ბიბილოვმა ბაშარ ალ-ასადი ცხინვალში დაპატიჟა

20 აპრილი, 2018 , 12:40

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა სირიის მმართველი ბაშარ ალ-ასადი ცხინვალში დაპატიჟა. ამის შესახებ ბიბილოვის პრესსამსახური იუწყება. ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტი სირიის რესპუბლ

თამაზ ილურიძე ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს

18 აპრილი, 2018 , 17:05

რუსი სამხედროების მიერ გატაცებულმა საქართველოს მოქალაქემ თამაზ ილურიძემ ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორი რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ის ჯარიმის გადახდის გარეშე გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოებ

არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ როგორი რთულია უსაფრთხოების ვითარება ოკუპირებულ რეგიონებში - ვახტანგ გომელაური

18 აპრილი, 2018 , 14:20

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, მიმდინარე წლის 22 თებერვალს მომხდარმა ფაქტმა, რასაც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა და ჩვენი ქვეყნის ორი მოქალაქის იძულებითი ტყვეობა მოჰყვა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რო

ცხინვალის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მორიგი მოქალაქის გატაცების გამო ქართველი აქტივისტები რუსულნომრიან მანქანებს არ გაატარებენ

18 აპრილი, 2018 , 11:25

„რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს სოფელი ფლავისმანიდან საქართველოს მოქალაქე, 48 წლის თამაზ ილურიძე“, - ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის მორიგი გატაცების შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა დავით ქაცარავამ გაავრცელა ფეისბ

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ პირთათვის პირადი ნომრის მინიჭების უზრუნველსაყოფად მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტი წარუდგინა

16 აპრილი, 2018 , 17:45

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები პირებისთვის სავაჭრო-ეკონომიკურ ოპერაციებში მონაწილეობის შესაძლებლობის უზრუნველყოფის და სხვადასხვა სერვისებზე წვდომის გაფართოების მიზნით, ახალი სტატუს-ნეიტრალური მექანი

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე