უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
- 17.04.2024 13:38თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება
- 17.04.2024 13:30`საქართველოსთვის` დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს
- 17.04.2024 12:54გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს ნეიტრალურ პლატფორმაზე, არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პარტიაზე - მიხეილ სააკაშვილი
- 17.04.2024 12:28ეს არის ტყუილი, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები და მომხრეები ამბობენ - გოჩა მირცხულავა
- 17.04.2024 12:21საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში -პაპუაშვილი პრეზიდენტზე
- 17.04.2024 12:14პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი
- 17.04.2024 11:55ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე
არქივი
პოლიტიკა
საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან კარგად ხედავს, აფასებს, ვინ როგორ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას - დავით ზალკალიანი
საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან კარგად ხედავს, აფასებს, ვინ როგორ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას, კარგად დავინახეთ, ჩვენც და საერთაშორისო თანამეგობრობამაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი იყო ერთგული ამ გადაწყვეტილების, რაც გამოიხატა კენჭისყრებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, მეგობარმა ქვეყნის ლიდერებმა საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადეს.
„ეს არის პირველ რიგში სახელმწიფო მდივან პომპეოს განცხადება, ჩემი მადლიერება გამოვხადე კიდეც ჩემს „ტვიტში“, რომელიც იყო საპასუხო. ასევე აშშ-ის ელჩის განცხადება, ჩვენ მოვისმინეთ ასევე სხვადასხვა განცხადებები ევროპარლამენტარების მხრიდან, მათ შორის იმ ევროპარლამენტარების მხრიდანაც, რომლებიც გარკვეული პერიოდის წინ კრიტიკულ განცხადებებს აკეთებდნენ საქართველოსთან მიმართებაში. ფასილიტატორი ელჩების მიმართ მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან კარგად ხედავს, აფასებს, ვინ როგორ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას. კარგად დავინახეთ ჩვენც და საერთაშორისო თანამეგობრობამაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი იყო ერთგული ამ გადაწყვეტილების, რაც გამოიხატა კენჭისყრებში. თქვენ ასევე იხილეთ ელჩების განცხადება, ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომელიც პირდაპირი მინიშნება იყო მან ხმებიც კი დათვალა, რა მოლოდინი ჰქონდა. ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ ამის ვალდებულება ჰქონდათ მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.