უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

24 იანვარი, 2019 11:15
font-size

საერთაშორისოდ ძებნილი ჯეკ შეპარდი საქართველოს პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც "მედიანიუსს" უწყებიდან აცნობეს, 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში დააკავა. 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა.

ქართველი და ბრიტანელი სამართალდამცველების თანამშრომლობით ჯ.ს.შ.-ზე საერთაშორისო არხებით ძებნა მიმდინარე წლის 12 იანვრიდან გამოცხადდა.

31 წლის ბრიტანელი ლონდონის ცენტრალური კრიმინალური სასამართლოს მიერ ცნობილი იქნა დამნაშავედ ერთი პირის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის გამო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შემთხვევა 2015 წლის 8 დეკემბერს მოხდა.

ამჟამად, დაკავებული პირის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები", - წერია განცხადებაში.

პოლიციამ „აიტექნიკსის” გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

24 აგვისტო, 2019 , 11:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა ქურდობის მცდელობის ფაქტზე 2004 წელს დაბადებული გ.გ დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, დანაშაული ოთხი

მე უკვე სარჩელს ვამზადებ სტრასბურგისთვის - ბაჩანა შენგელია

24 აგვისტო, 2019 , 10:49

„ეს იყო აბსოლუტურად უკანონო, სრულიად დაუსაბუთებელი და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება”, - ასე აფასებს ზუგდიდის მეექვსე სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია, გენერალური პროკურატურის გადაწყვ

გენერალურმა პროკურატურამ ია კერზაიას საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

23 აგვისტო, 2019 , 19:02

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, ქ. ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება - დანაშაულის არარსებობის გამო

თბილისში, ერთ-ერთ ღამის კლუბში მობილური ტელეფონების ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს

23 აგვისტო, 2019 , 12:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე 1997 წელს დაბადებული მ.

ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

23 აგვისტო, 2019 , 11:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნაკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღე

ხელვაჩაურის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

22 აგვისტო, 2019 , 17:05

ხელვაჩაურის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატი ჯამბულ თავართქილაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ბრალდებით დააკავეს.ამავე საქმეზე დაკავებულია, ასევე, ერთ-ერთი მოქალაქე. ამის შესა

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს