უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 მარტი, 2017 15:15
font-size

„საერთაშორსიო გამჭვირვალობა-საქართველო“ საზმაუს მენეჯმენტის საკადრო პოლიტიკას აკრიტიკებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის საკადრო პოლიტიკას და მას „გაუმჭვირვალეს“ უწოდებს. კერძოდ, განცხადებაში მოყვანილია ტელეკომპანია GDS-დან კონკურსის გარეშე მიღებულ თანამშრომლებზე.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი აგრძელებს ახალი კადრების მიღებას ღია კონკურსის გარეშე. 2017 წლის 6 იანვრიდან მარტამდე პერიოდში საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობა კიდევ შვიდმა პირმა დაიწყო ( გახმოვანების რეჟისორი, სოციალური მედიის მართვის მენეჯერი, წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის დირექტორი, სამსახური უფროსი, სტატისტიკოსი, სისტემური ადმინისტრატორი, მძღოლი). აქედან კონკურსი ჯერ კიდევ წინა მენეჯმენტის დროს გამოცხადებული იყო მხოლოდ სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე, დანარჩენ პოზიციებზე კი მაუწყებლის ვაკანსიების გვერდზე ინფორმაცია განთავსებული არ არის“, - წერია განცხადებაში.

ორგანიზაციის თქმით, საჯარო კონკურსი არ იყო გამოცხადებული იმ 11 პოზიციაზე, რომლებზეც „GDS-ის ყოფილი თანამშრომლები დასაქმდნენ“.

ორგანიზაციის თქმით, ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაართულებს მაუწყებლისთვის ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას, გამჭვირვალე სახელფასო პოლიტიკისა და სამუშაოს შეფასების სამართლიანი სისტემის დანერგვას.

ანა მებურიშვილი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამწყსოსადმი საგანგებო მიმართვა

1 აპრილი, 2020 , 22:12

მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, - ამის შესახებ უწმიდესისა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა

1 აპრილი, 2020 , 21:08

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე სტოპცოვ.გე-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამია

იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე არასწორი და შეცდომაში შემყვანი ინტერპრეტაცია იქნა წარმოდგენილი - სახალხო დამცველი

1 აპრილი, 2020 , 21:00

საქართველოს სახალხო დამცველი იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების თაობაზე, იუსტ

იანვარსა და თებერვალში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა აღდგენილია - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

1 აპრილი, 2020 , 18:17

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრისა და თებერვლის თვეში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა უკვე აღდგენილია. სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებს სრულად უნაზღაურდებათ ის პერიოდი, რა დროის განმავლობაშ

სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლდა დამატებული ღირებულების გადასახადისგან

1 აპრილი, 2020 , 17:50

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის

ამსტერდამი-თბილისი სპეცრეისით ჩამოსული მგზავრები საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

1 აპრილი, 2020 , 16:00

ამსტერდამი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდა. მოქალაქეები 14 დღეს თბილისში გახსნილ საკარანტინო ზონებში ექიმთა მეთვალყურეობით ქვეშ დარჩებიან. საქართველოს მთავრობის დავალებით, ქვეყნის მასშტაბით ს