უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 ივლისი, 2019 13:30
font-size

საერთო სამაგისტრო გამოცდა იწყება

მაგისტრანტობის მსურველთა რეგისტრაცია დღეს 15:00 საათზე, გამოცდა კი 16:00 საათზე დაიწყება. აპლიკანტები B ტიპის ტესტს აბარებენ.

წელს, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა; გამოცდები 24 ივლისს დასრულდება.

გასული წლის მსგავსად, წელს საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, მიმართულებების მიხედვით, შეთავაზებულია სამი სხვადასხვა - A, B და C ტიპის ტესტი. მაგისტრანტობის თითოეულმა მსურველმა ამ სამიდან გამოცდაზე უნდა შეასრულოს მხოლოდ ერთი ტიპის ტესტი.

საერთო სამაგისტრო გამოცდები ოთხი ნაწილისაგან შედგება: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებისათვის აუცილებელია საერთო სამაგისტრო გამოცდის ბარიერის დაძლევა, რაც გულისხმობს საგამოცდო ტესტის 4 ნაწილიდან რომელიმე 3-ში მაინც კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვას. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მხოლოდ 100 % - იანი დაფინანსება გაიცემა.

სამაგისტრო გამოცდა ტარდება ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით: მაგისტრანტობის კანდიდატი ეკრანზე ხედავს ტესტურ დავალებებს, ხოლო პასუხებს წერს მისთვის განკუთვნილ პასუხების ფურცელზე.

გამოცდაზე მაგისტრანტობის მსურველი დროულად უნდა გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, რომელზეც მითითებულია გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და ადგილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან.

საერთო სამაგისტრო გამოცდის პარალელურად მიმდინარეობს ერთიანი ეროვნული გამოცდები და ასევე, მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების პროცესი.

დეტალური ინფორმაცია 2019 წლის გამოცდების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე: www.naec.ge

რას უტოვებს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი შემცვლელს - კარლო კოპალიანს

17 იანვარი, 2020 , 17:15

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი (კანცლერი) ჰყავს - კარლო კოპალიანი 20 იანვრიდან შეუდგება მუშაობას. ის ამ თანამდებობაზე პროფესორ ქეთევან ქოქრაშვილს ჩაანაცვლებს, რომელიც სტუ-ის ადმინისტ

რატომ უნდა თქვას საპროკურორო საბჭომ უარი გენპროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძის შერჩევაზე

17 იანვარი, 2020 , 15:38

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ საპროკურორო საბჭოსათვის ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას ეხმაურება და მიაჩნია, რომ გენერალური პროკურორის კანდიდატად ირაკლი შოთაძის შერჩევა იქნ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეწვივნენ

17 იანვარი, 2020 , 14:33

საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს საპატრიარქოში ეწვივნენ და დაბადების დღე, აღსაყდრებიდან 42 წელი და შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს. პ

`MATKA 2020`-ზე საქართველო „წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად“ დასახელდა

17 იანვარი, 2020 , 14:29

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში გამართულ ნორდიკულ ქვეყნებში უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე “MATKA 2020” საქართველო „წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად” დასახელდა. ამის შესახე

მიხეილ ჩხენკელმა საუკეთესო ხელბურთელი დააჯილდოვა

17 იანვარი, 2020 , 14:18

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში ფინეთის ნაკრებს უმასპინძლა, - შეხვედრა 24:24 დასრულდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს

დავით სერგეენკო: ცე ჰეპატიტის პროგრამა ზეპარტიულია

16 იანვარი, 2020 , 15:42

"ცე ჰეპატიტის მართლაც გამორჩეული პროგრამა ზეპარტიულია და არის რაღაც საკითხები, რაც ადამიანმა არ უნდა იკადრო არაფრის ფასად", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, ჯანდაცვის ყოფილმა მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`