უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 თებერვალი, 2017 16:45
font-size

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ რომან გოცირიძე აირჩიეს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი რომან გოცირიძის კანდიდატურა ერთხმად იქნა არჩეული.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე უძღვებოდა, მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით განიხილეს.

კანონპროექტის ძირითადი დებულებების თაობაზე და მოქმედ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან რაზმაძემ ისაუბრა.

კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმადაც „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში პირდაპირ უნდა აისახოს თანასწორი მოპყრობისა და პროპორციულობის პრინციპები; შემსყიდველ ორგანიზაციებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ მოთხოვნები ჩამოაყალიბონ არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ შესრულებისა და ფუნქციური სპეციფიკაციების საშუალებით. ამასთან, სავალდებულოა შესყიდვის მინიმალური ვადების გაზრდა, რაც ტენდერში მონაწილეობის მსურველს მისცემს სატენდერო პირობების სრულფასოვნად შეფასებისა და სატენდერო წინადადების ჯეროვნად მომზადების შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, კანონის მოქმედ რედაქციაში არსებული გამარტივებული ელექტრონული შესყიდვა უქმდება და რჩება ელექტრონული შესყიდვა. ელექტრონული ტენდერისათვის დადგენილი მინიმალური 3-დღიანი ვადა კი იცვლება 7 დღით.

ცვლილებები გასაჩივრების წესსაც ეხება და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის პროცესში დაინტერესებული მხარის ინსტიტუტი მკვიდრდება.

კომიტეტის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებაც იმსჯელეს.

სხდომაზე განხილული საკითხები პარლამენტის პლენარული სხდომას წარედგინება.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი