უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

11 იანვარი, 2019 15:00
font-size

საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის აქციების ფასი მცირედით გაიზარდა

10 იანვარს ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის აქციების ფასი ვაჭრობის დაწებისას 14 გირვანქა სტერლინგი იყო, ამ მომენტისთვის კი მისი ფასი 14,45 გირვანქა სტერლინგია. 9 იანვართან შედარებით თიბისის აქციების ფასი მცირედით გაიზარდა, თუმცა წინა პერიოდთან შედარებით შემცირების ტენდენცია ნარჩუნდება.

ეკონომიკის დოქტორი ნიკა შენგელია “კომერსანტთან“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის აქციების ვარდნას აფასებს. მისი თქმით, საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის აქციების დაცემა გაგრძელდება, თუმცა ამას ქართულ საბანკო სექტორზე დიდი გავლენა არ ექნება.

„შეფასება, რომ თიბისის საქმეზე დაწყებული გამოძიება საბანკო სექტორის ჩამოშლას გამოიწვევს, გადაჭარბებულია. პირველ რიგში, არსებული მდგომარეობა თიბისის აქციონერებზე ახდენს გავლენას. არსებული მდგომარეობა სერიოზული სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ გაყიდონ და განთავისუფლდნენ თიბისი ბანკის აქციებისგან. თიბისის სამომავლოდ შესაძლოა შეექმნას პრობლემები ბირჟაზე ახალი აქციების განთავსებასთან დაკავშიებით. თიბისიმ თავისი აქციები მიმზიდველი, რომ გახადოს ინვესტორებისთვის საპროცენტო განაკვეთის გაზრდა მოუწევს. საბოლოო ჯამში არსებული მდგომარეობა უარყოფითია ბანკისთვის, თუმცა ეს თიბისის საბუღალტრო ბალანსით განსაზღვრულ ძირითად კაპიტალიზაციაზე გავლენას ვერ მოახდენს,“ -განაცხადა ნიკა შენგელიამ.

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

23 იანვარი, 2019 , 09:00

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 იანვრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6611 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6613 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0002-ით

კომპანია Stena Rederi საქართველოდან ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართულებით საზღვაო გადაზიდვების ორგანიზებით დაინტერესდა

22 იანვარი, 2019 , 18:27

საზღვაო გადაზიდვების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Stena Rederi საქართველოდან ევროპისა და აზიის ქვეყნების მიმართულებით საზღვაო გადაზიდვების ორგანიზებით დაინტერესდა, - ამის შესახებ საქართველოს&n

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

22 იანვარი, 2019 , 17:25

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 იანვრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6611 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6613 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0002-ით

ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების ეფექტიანად წარმოებისთვის ეროვნული ბანკი მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს

22 იანვარი, 2019 , 17:10

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის, ფასს 9-ის, მიზნებისთვის მორიგ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს. აღნიშნული სცენარების მიზანია ხელი შეუწყოს ფინანსური ინსტიტუტების მი

საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი შემცირდა

22 იანვარი, 2019 , 14:10

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. თუმცა, სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი არ გაზრდილა. საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველ

ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგებს აქვეყნებს

22 იანვარი, 2019 , 14:06

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 2019 წლის 22 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა