უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

17 ნოემბერი, 2016 17:20
font-size

საფრანგეთი საფრთხეშია - მანუელ ვალსი

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი მიიჩნევს, რომ 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, შესაძლოა მარინ ლე პენმა გაიმარჯვოს.

ბერლინში, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ჟურნალისტებმა საფრანგეთის პრემიერს კითხეს, ამერიკაში დონალდ ტრამპის გამარჯვების ფონზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ საფრანგეთში ლე პენმა გაიმარჯვოს. ვალსმა განაცხადა, რომ „ეს შესაძლებელია“.

„საფრანგეთი საფრთხეშია“, -აღმიშნა ვალსმა ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლის დროს.

ვალსის აზრით, მემარჯვენე პოლიტიკოსების პოპულარობამ შესაძლოა იმატოს და ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდეც მივიდეს.

„ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკის ბალანსი მთლიანად შეიცვლება“,-აღნიშნა საფრნაგეთის მთავრობის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ ამერიკაში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება, მისი გაპრეზიდენტების შანსებს ზრდის. მისი თქმით, ტრამპმა შესაძლებელი გახადა ის, რაც ადრე შეუძლებლად მიიჩნეოდა.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის 23 აპრილს გაიმართება.

მონიკა დავლიანიძე

მმართველმა პარტიამ ძალიან ცინიკური გათვლა გააკეთა - მაიკლ კარპენტერი

19 ნოემბერი, 2019 , 12:40

"მმართველმა პარტიამ, როგორც ჩანს, გააკეთა ძლიერ ცინიკური გათვლა იმაზე, რომ მას შეუძლია უკან წაიღოს საკუთარი პირობა და ის, რომ საჭირო ხმათა უზრუნველყოფა არ მოხდა, პარტიის შიგნით არსებული უთანხმოების მიზეზით ახსნას", - ამბ

ირანში აქციების დროს შეტაკებისას 12 ადამიანი დაიღუპა

18 ნოემბერი, 2019 , 11:55

ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. „ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ბოლო სამი დღის მანძილზე, სამართალდამცავებთან შეტაკებების დროს სულ ცოტა 12 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. დაკავებულია 1000-ზ

როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები ისრაელში განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში

12 ნოემბერი, 2019 , 15:00

ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში მოცემულია ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისრაელში განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში. "მოქალაქეთა საყურადღებოდ! გთხოვთ,

პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს შესაძლოა ყაზახეთში შეხვდნენ

12 ნოემბერი, 2019 , 12:00

პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს შესაძლოა ყაზახეთში შეხვდნენ. პირისპირ შეხვედრის ინიციატივა ყაზახეთის ექსპრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს ეკუთვნის. ნაზარბაევი უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს ტელეფონით უკვე ესაუბრა. მისი ინფო

ბოლივიის პრეზიდენტი გადადგა

11 ნოემბერი, 2019 , 10:40

ბოლივიის პრეზიდენტი 14-წლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. ევო მორალესმა მოსახლეობას გადაწყვეტილების შესახებ ტელევიზიით აცნობა. თანამდებობები დატოვეს ბოლივიის ვიცე და სენატის პრეზიდენტებმაც. მომიტინგეები პ

ირანში ძლიერ მიწისძვრა მოხდა

8 ნოემბერი, 2019 , 10:35

ირანში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 120-ზე მეტი. გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, თავრიზიდან 156 კილომეტრში, 62 კ