უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 ნოემბერი, 2018 14:05
font-size

საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო უწყებებს შორის პირველი სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2018 წლის 14 ნოემბერს, პარიზში გაიმართა პირველი სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საფრანგეთის დელეგაციას - ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ფლორანს მანჟანი, ხოლო გერმანულ მხარეს წარმოადგენდა საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მიხაელ ზიბერტი.

საქართველოს საგარეო საქმეთსა სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის სამმხრივი კონსულტაციები განპირობებულია ევროპის ორ წამყვან სახელმწიფოსთან - საფრანგეთთან და გერმანიასთან ჩამოყალიბებული მჭიდრო, ინტენსიური და დინამიკურად მზარდი ურთიერთობებით და საქართველოს, როგორც ამ ორი ქვეყნის საიმედო პარტნიორის ინტერესით, სამმხრივ ფორმატში (საქართველო-გერმანია-საფრანგეთი) საფუძველი ჩაეყაროს მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს. პარიზში ჩატარებული კონსულტაციების ფარგლებში ყურადღება დაეთმო ქართული მხარისთვის პრიორიტეტულ საგარეო პოლიტიკურ თემებს, რაშიც საფრანგეთისა და გერმანიის პოზიციები, მხარდაჭერა და ამ ქვეყნებთან კოორდინირებული მუშაობა კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს.

მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, განსაკუთრებით კი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკაზე, რეგიონული უსაფრთხოების ასპექტებსა და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებზე.

მკაფიოდ აღინიშნა, რომ ზემოჩამოთვლილი თითოეული თემა როგორც საფრანგეთის, ისე გერმანიის მთავრობის განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენს და შესაბამისად, სავსებით მიზანშეწონილია მათი რეგულარული განხილვა სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატში.
ხაზი გაესვა, რომ საქართველო განაგრძობს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს. ამ კონტექსტში ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა იმ ნაბიჯებზე, რასაც ქვეყნის მთავრობა აქტიურად და ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის გზით დგამს ევროპულ ოჯახთან შემდგომი დაახლოების, მათ შორის სექტორული ინტეგრაციის გაღრმავების, ასევე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თავსებადობის გაზრდის მიმართულებით. ვახტანგ მახარობლიშვილმა აგრეთვე მადლობა გადაუხადა ფრანგ და გერმანელ კოლეგებს საფრანგეთისა და გერმანიის მიერ საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში გაწეული ღირებული მხარდაჭერისათვის. გამოითქვა იმედი, რომ ევროპის ეს ორი ლიდერი სახელმწიფო ამ მიმართებით შემდგომშიც გვერდში დაუდგება ჩვენს ქვეყანას.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კონტექსტში და საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რუსეთთან არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ. ამის გარდა, შედგა საგნობრივი მსჯელობა კონფლიქტის დარეგულირების პროცესში ფრანგული და გერმანული მხარეების შემდგომი ჩართულობის კონკრეტულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

მხარეებს შორის აგრეთვე შედგა აზრთა და პოზიციების ურთიერთგაცვლა რეგიონული გამოწვევების შესახებ. ამასთან, საუბარი შეეხო საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, მეზობელ ქვეყნებთან და თანამშრომლობას ახლო აღმოსავლეთისა და აზიის რეგიონებთან.

საფრანგეთისა და გერმანიის დელეგაციებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობის, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმატებული კურსის მიმართ. ფრანგულმა და გერმანულმა მხარეებმა ასევე მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში. ხაზი გაესვა, რომ საქართველო, რომელიც მთელ რეგიონში დემოკრატიული განვითარების ყველაზე წარმატებული მოდელია და ევროპა-აზიის დამაკავშირებელ გეოსტრატეგიულ ცენტრად ჩამოყალიბდა, მუდმივად იქნება ევროკავშირის და კონკრეტულად საფრანგეთისა და გერმანიის პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი.

მნიშვნელოვანია პირველი სამმხრივი კონსულტაციების მონაწილეთა მიერ მიღწეული შეთანხმება, რომ კონსულტაციებს სამომავლოდ რეგულარული ხასიათი მიეცეს, რაც კიდევ უფრო ეფექტიანს და შედეგზე ორიენტირებულს გახდის საქართველოს, გერმანიასა და საფრანგეთს შორის არსებულ თანამშრომლობას.

საკვანძო სიტყვები:

ინაუგურაციის შემდეგ გაცილებით მეტი იქნება შესაბამის საკადრო ცვლილებებზე ინფორმაცია, თუ ეს საჭირო იქნა - გია ვოლსკი

10 დეკემბერი, 2018 , 17:45

„მე ვფიქრობ, რომ ამ ცვლილებებისა და სკანდალური თემების მაძიებლები უფრო ბევრნი არიან, ვიდრე ანალიტიკოსები“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გავრცელებულ ინფორმაციას შესაძლო საკადრო ცვლილებ

ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტს მოუწოდებს იმ ბრალდებებით დაინტერესდეს, რომელიც ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დანიშნული კობა ახვლედიანის მიმართ არსებობს

10 დეკემბერი, 2018 , 17:45

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტს მოუწოდებს იმ ბრალდებების საკითხით დაინტერესდეს, რომელიც ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დანიშნული კობა ახვლედიანის მიმართ არსებობს. რ

საპარლამენტო უმცირესობა ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გარდაცვალების გამო განათლების მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს სვამს

10 დეკემბერი, 2018 , 17:30

საპარლამენტო უმცირესობამ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტის გამო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა და მისი გადადგომა

პრემიერ-მინისტრმა სწავლება ,,დიდგორი 2018“-ის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

10 დეკემბერი, 2018 , 17:05

საქართველოს თავდაცვის პოლიტიკა შეკავებისა და თავდაცვის პრინციპებს ეფუძნება; ამ პოლიტიკის წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ტოტალური თავდაცვის სისტემის შექმნასა და გაძლიერებულ საერთაშორისო თანამშრომ

მომავალი წლიდან საქართველოს ექნება ახალი საბაჟო კოდექსი - მამუკა ბახტაძე

10 დეკემბერი, 2018 , 16:10

მომავალი წლიდან საქართველოს ექნება ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის უფრო ეფექტურად ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ

პირადად ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას - თორნიკე რიჟვაძე

10 დეკემბერი, 2018 , 15:30

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, ჯელალ ქიქავას განცხადებებს გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვით.  რიჟვაძის განცხადებით,  შურს იძიებს ყველაზე,

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`