უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

24 აპრილი, 2017 11:40
font-size

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი გავიდნენ

საფრანგეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგად, გამარჯვება ცენტრისტმა მოძრაობა „წინ“-ის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა და „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა მოიპოვეს.

მაკრონს ხმა მოსახლეობაის 23,75%-მა მისცა, ხოლო ლე პენს 21, 53%-მა.

„რესპუბლიკური“ პარტიის წარმომადგენელმა ფრანსუა ფიონმა ხმათა 19,91% მოიპოვა, მოძრაობა „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერმა ჟან-ლუკ მელანშონმა კი, 19,64%.

არჩევნებში სულ 11 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა მათგან ფავორიტად მხოლოდ 4 კანდიდატი მიიჩნეოდა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.

თითქმის ყველა დამარცხებულმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, მომხრეებს მოუწოდა, რომ 7 მაისს ხმა ემანუელ მაკრონის სასარგებლოდ მისცენ.

გვიან ღამით, მოქმედმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, ემანუელ მაკრონს მეორე ტურში გადასვლა მიულოცა.

საერთაშორისო არენაზე კი, მაკრონს მხარი გერმანიის კანცლერის პრეს-მდივანმა და ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა დაუჭირეს.

მონიკა დავალიანიძე

საკვანძო სიტყვები:

განჯაში საცხოვრებელ სახლში მომხდარ აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა

20 ნოემბერი, 2018 , 16:50

აზერბაიჯანში, ქალაქ განჯაში 4-სართულიან საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ნანგრევებიდან გამოყვანილი ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, ის საავადმყოფოში იმყოფება. საგანგებო სიტუაციათა მინის

ფინანსური კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით Nissan-ის ხელმძღვანელი დააკავეს

19 ნოემბერი, 2018 , 16:25

იაპონიაში ფინანსური კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით Nissan-ის ხელმძღვანელი კარლოს გონი დააკავეს. კარლოს გონს შემოსავლების მიზანმიმართულად არასწორ წარდგენას ედავებიან. კომპანიაში ჩატარებული შიდა შემოწმების შედეგად გამო

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრის პოსტი შეითავსა

19 ნოემბერი, 2018 , 11:20

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამთავრობო კოალიციის შიგნით არსებული წინააღმდეგობის მიუხედავად თავდაცვის მინისტრის პოსტი შეითავსა. გარდა ამისა, ის  ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგ გამოვიდა. ნეთანიაჰუს

საფრანგეთში საწვავის ფასების ზრდის საწინააღმდეგო აქციაზე ერთი ადამიანი დაიღუპა

17 ნოემბერი, 2018 , 16:55

საფრანგეთში საწვავის ფასების ზრდის საწინააღმდეგო აქციაზე ერთი ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი სავოიას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. მძღოლს თავისი ქალიშვილი საავადმყოფოში მიჰყავდა, როცა 50-მა დემონსტანტმა მას გზა გადაუკეტ

CIA-მ დაასკვნა, რომ ჟურნალისტი ჯამალ ჰაშოგი საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის დავალებით მოკლეს

17 ნოემბერი, 2018 , 13:00

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტომ (CIA) დაასკვნა, რომ სწორედ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მუხამედ ბინ სალმანმა ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის მკვლელობის ბრძანება გასცა. ამის შესახებ წყარომ The Washington Post-ს აუწყა.

არგენტინაში ერთი წლის წინ გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავს მიაგნეს

17 ნოემბერი, 2018 , 13:00

არგენტინაში ერთი წლის წინ გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავ „სან-ხუანს“ ატლანტის ოკეანეს ფსკერზე მიაგნეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, „სან-ხუანი“დისტანციური მართვის აპარატის საშუალებით, 800 მეტრის სი

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`