უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 ოქტომბერი, 2020 17:10
font-size

ივანიშვილი ქორვაჭარია, რომელსაც ჰგონია, რომ ყველაფერს იყიდის - გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა ხელისუფლების მხრიდან ადამიანების მოსყიდვებზე საუბრობს.

უგულავას თქმით, ივანიშვილი არის ქორვაჭარი, რომელსაც ჰგონია, რომ ყველაფერს იყიდის. როგორც უგულავამ აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩეველი ივანიშვილს აჩვენებს, რომ ღირსება არ იყიდება არც კარტოფილზე, არც ღვინოზე, არც ზეთზე და არც წიწიბურაზე.

„არავის უკვირს უკვე ამ ქვეყანაში, მათ შორის, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა კარტოფილებითა და ზეთით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, პრაქტიკულად, მთელი ქვეყანა მოფინა, რომ დღესაც დაიწყეს უკვე იგივე. დაიწყეს დაშინება, სიპებისა და აიპ-ების თანამშრომლები დარბიან ვირთხებივით აქეთ-იქით, აშინებენ და ემუქრებიან ადამიანებს. დღეს ზუგდიდში სრულიად ეგზოტიკური შემთხვევაც გვქონდა, როდესაც დილიდან ქალაქში დაიწყეს ღვინის დარიგება ჩიქოვანისა და „ოცნების“ შტაბიდან. ესეც არის ძალიან მდარე ადამიანების ქცევა, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ საზოგადოებას და ჰგონია, რომ ყველაფერს იყიდის. ეს არის ივანიშვილის მეთოდი, რადგან ივანიშვილი არის ასეთი ქორვაჭარი, რომელსაც ჰგონია, რომ ყველაფერს იყიდის. ის ნახავს მწარე სიმართლეს და მისთვის ეს მწარე სიმართლე არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება 31 ოქტომბერს. ნახავს, რომ ჩვენ გვაქვს ღირსება და ის არ იყიდება კარტოფილებზე, ღვინოებზე, ზეთებსა და წიწიბურაზე“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი