უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

13 სექტემბერი, 2017 17:15
font-size

საფრანგეთში ქართველმა მეღვინემ ქართული ჯიშის ვაზი - მუჯურეთული და კახური მწვანე გააშენა

საფრანგეთში, ნიცასთან ახლოს, ანტიბაში ქართველმა მეღვინემ და ბიზნესმენმა ილია კახოიძემ, წარმოშობით კორსიკელ ჟერარ ჟერმანთან ერთად, ნახევარ ჰექტარზე ქართული ჯიშის ვაზი - მუჯურეთული და კახური მწვანე გააშენა.

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოდან ჩამოვიტანეთ ქვევრები, საწნახელი და ყველა ტრადიციული ატრიბუტი, რომელსაც ქართველი მევენახეები და მეღვინეები ვიყენებთ. აქვე გაკეთდა მარანი. აქ მოსვლა ყველას შეუძლია, რადგან აქაურობას სადემონსტრაციო დატვირთვაც აქვს“, - აცხადებს ილია კახოიძე.

ანტიბაში წელს გამართულ ქართულ რთველში მონაწილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ მიიღო.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქართული ღვინის პოპულარიზაცია უმნიშვნელოვანესია მისი საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისთვის. საფრანგეთი ამ მხრივ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები საერთაშორისო მნიშვნელობის პრაქტიკულად ყველა პრესტიჟულ გამოფენაში იღებენ მონაწილეობას, რაც ქართული ღვინის მსოფლიო ბაზრებზე დამკვიდრებისთვის გადამწყვეტი ფაქტორია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ღვინის ისეთი ფორმით პრომოუშენს, როგორსაც ანტიბაში ქართველი და ფრანგი მეღვინეები ერთობლივად ახორციელებენ, სულ სხვანაირი დატვირთვა აქვს. ქართული მევენახეობა-მეღვინეობა უძველესი კულტურა აქ მთელი სიცხადით არის მოწოდებული“, - აცხადებს გიორგი ჩხეიძე.

როგორც ილია კახოიძე აღნიშნავს, ქართული ღვინის საფრანგეთის ბაზარზე დამკვიდრებისთვის ხშირად მართავენ შეხვედრებს რესტორნების წარმომადგენლებთან, სომელიეებთან, სადაც საუბარია ქართულ ღვინოზე, მისი მომხმარებლისთვის შეთავაზების წესზე, რადგან მათთვის ქვევრში დაყენებული თეთრი ღვინო უცხოა და ის მიწოდებული უნდა იყოს როგორც ქართული ქარვისფერი.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

22 ნოემბერი, 2017 , 09:00

21 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7060 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6890 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -1.7 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრ

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

21 ნოემბერი, 2017 , 17:40

21 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7060 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6890 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -1.7 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო

ოქტომბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 37 299 000 ლარით გაიზარდა

21 ნოემბერი, 2017 , 14:50

ოქტომბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 37 299 000 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში ბანკების წმინდა მოგებამ 669 114 000 ლარი შეადგინა, რაც 25,7%-ით, 136 988 000 ლარით მეტია წინა წლის ანალოგიუ

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მსოფლიოს 34 ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი მიიღებს მონაწილეობას

21 ნოემბერი, 2017 , 13:10

28-29 ნოემბერს, „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს მსოფლიოს 34 ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი ესტუმრება, მათ შორის არიან მოლდოვის პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი, უკრაინის პრემ

ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრე ფიზიკური პირები საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან 2020 წლამდე თავისუფლდებიან

21 ნოემბერი, 2017 , 12:50

ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე მოვაჭრე ფიზიკური პირები საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან 2020 წლამდე თავისუფლდებიან. აღნიშნულს  საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს. „

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

21 ნოემბერი, 2017 , 09:00

20 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6890 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7268 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 3.78 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა