უკან
მსოფლიო
18 მაისი, 2018 12:30
საფრანგეთში სავარაუდო ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს
საფრანგეთის პოლიციამ სავარაუდო ტერორისტული თავდასხმა აღკვეთა, დაკავებულია ეგვიპტური წარმომავლობის ორი ძმა. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერარ კოლომმა თქვა.
ვარაუდობენ, რომ დაკავებულები გეგმავდნენ თავდასხმას მომწამვლელი რიცინის ან ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით.
მინისტრმა BFMTV-ს უთხრა, რომ ძმებს ჰქონდათ ინსტრუქცია, თუ როგორ კეთდება რიცინისგან საწამლავი. მისივე ინფორმაციით, ისინი უკავშირდებობდნენ ერთმანეთს ტელეკომის დაშიფრული სამესიჯო აპლიკაციით.
კოლომს არ უთქვამს, სად დააკავეს ძმები.
ძმების გამოვლენა მას შემდეგ მოხდა, რაც წინა შაბათს პარიზში წარმოშობით ჩეჩენმა ექსტერესმისტმა ჰამზატ აზიმოვმა დანით 5 ადამიანი დაჭრა, ხოლო ერთი ადამიანი მოკლა.
ანა მებურიშვილი