უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 სექტემბერი, 2016 15:45
font-size

საფრანგეთში საქართველოს საელჩოს კომუნიკე „ლევილის მამულის“ საქართველოსათვის გადმოცემასთან დაკავშირებით

2016 წლის 23 სექტემბერს, ხელი მოეწერება «ლევილის შატოსა და მამულის» საქართველოსთვის გადმოცემის საბოლოო აქტს. ხელმოწერის ცერემონია, რომელსაც საფრანგეთში საქართველოს საელჩოს უმასპინძლებს, ლევილის ქართულ მამულში გაიმართება. გადმოცემის დასკვნით აქტს ხელი მოეწერება საქართველოს მთავრობის მხრიდან დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ბ-ნი გელა დუმბაძისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა ოჯახების წარმომადგენლების მიერ. ხელმოწერას დაესწრება საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიგი გიგიაძე. ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ გაიმართება მიღება გორის მუნიციპალური ანსამბლის «მაჩაბელა» მონაწილეობით.

საქართველოს მთავრობამ, 2016 წლის სექტემბრის თვეში, დაასრულა მოლაპარაკებები “ლევილის მამულის” საქართველოსთვის გადმოცემის თაობაზე, რომელსაც აწარმოებდა იმ ოჯახების წარმომადგენლებთან, ვის სახელზეც დარეგისტრირებული იყო საფრანგეთში, პოლიტიკურ ემიგრაციაში მყოფი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ, 1927 წლის 10 თებერვალს, საქართველოს სახელმწიფოს ფინანსური სახსრებით შეძენილი ლევილის მამული და ქონება. საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და მინისტრების მიერ დატოვებული “მორალური ანდერძის” თანახმად, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მამული თავის კანონიერ მესაკუთრეს - ქართველ ერს, უნდა დაბრუნებოდა.
“ლევილის მამულის” დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებათა პროცესი დაიწყო 1998 წელს, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საზოგადოებას „ქართული კერა“ შორის, რომელიც მალევე შეჩერდა.

2004 წელს საქართველოს პრეზიდენტმა, საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განაცხადა, რომ საქართველოსთვის ლევილის მამულს უდიდესი ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა და საქართველოს ხელისუფლების სურვილი იყო დაწყებულიყო მამულის საქართველოსთვის გადმოცემის პროცესი.

2008-2011 წლებში მამულის საქართველოსთვის გადმოცემის თაობაზე მოლაპარაკებებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინიჭებული უფლებამოსილებით უძღვებოდა საფრანგეთში საქართველოს სათვისტომოს თავმჯდომარე, ოთარ ზურაბიშვილი.

2011 წლის 23 მაისს, რამდენიმე თვიანი მოლაპარაკების შემდეგ საქართველოს მხრიდან დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა (მ. დავითაია) და საზოგადოების „ქართული კერა“ მმართველის (ი. ციციშვილის) მიერ ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის თანახმადაც მხარეები აღიარებდნენ რა მამულის ისტორიულ და სიმბოლურ მნიშვნელობას, თანხმდებოდნენ ორმხრივი ვალდებულებების საფუძველზე, გარკვეული პირობების სანაცვლოდ, მამულის ჩუქების სახით საქართველოსთვის გადაცემაზე.

2011 წლის 9 ივნისს შეიქმნა “ლევილის მამულის საქართველოსთვის გადაცემის საკითხებში პარიტეტული კომისია”, რომლის 6 წევრიდან 3 საქართველოს მხარეს (მირზა-პაპუნა დავითაია 2011-2012წწ; კონსტანტინე სურგულაძე 2012-2014წწ; ალექსანდრე კვიტაშვილი 2011-2012წწ, რომელიც ალექსანდრე მარგიშვილმა შეცვალა 2012-2014წწ; საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, გოჩა ჯავახიშვილი 2012წ-დან), 3 კი - მესაკუთრე ოჯახებს წარმოადგენდა (ირენ ციციშვილი, ეთერ ფაღავა, ტიერი ბერიშვილი). კომისიას დაეკისრა გადაცემისათვის ადმინისტრაციული და პროცედურული რეკომენდაციების შემუშავება.

აღნიშნული კომისიის ფარგლებში გაგრძელდა ერთობლივი მუშაობა 5 წლის განმავლობაში. პერიოდულად იმართებოდა პარიტეტული კომისიის სხდომები, რომელსაც მასპინძლობდა საქართველოს საელჩო პარიზში.

ქართული აკადემია ორი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს, 2013 წლიდან, განახლებული პარიტეტული კომისიის მიერ (საქართველოს მხრიდან: საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გოჩა ჯავახიშვილი (2013წ-დან), სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძე, კომისიის თავმჯდომარე (2014წ-დან), იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი (2015წ-დან), ოჯახების მხრიდან: ირენ ციციშვილი, ეთერ ფაღავა, ელისო ტარასაშვილი (2016)) და საელჩოს აქტიური მონაწილეობით, წარმოებული თანმიმდევრული, ინტენსიური საქმიანობის შედეგად, მიღწეულ იქნა პროცესის მნიშვნელოვანი და ქმედითი წინსვლა, კერძოდ:

2015 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხით ჩატარდა, მამულის გადაცემისათვის სავალდებულო, კანონით გათვალისწინებული სადიაგნოსტიკო სამუშაოები, ადგილის გეოგრაფიული, ისტორიული, არქიტექტურული და ტექნიკური ექსპერტიზა და შედგა მამულის მომავალი ფუნქციონირების წინასწარი პროექტი. საქართველოს საელჩოს ინიციატივით, მამულის მომავალ ფუნქციას დაემატა ახალი კომპონენტი - მამულში ქართული აკადემიის მოწყობა.

მამულის ისტორიული როლის და დანიშნულების შენარჩუნება/გააზრება და მეორეს მხრივ, თანამედროვე, ხელოვანთა რეზიდენციის ამუშავება, სადაც საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა ისტორიკოსებს, ხელოვანებსა და მეცნიერებს, განსაზღვრული პერიოდით მიეცემათ შესაძლებლობა ლევილის ქართულ აკადემიაში იმუშაონ მათ მიერ წარდგენილ პროექტზე.

2016 წლის 9 აპრილს, “პარიტეტული კომისიის” მორიგ სხდომაზე შეჯერდა პროექტით გათვალისწინებული და მრავალი წლის შემდეგ ოჯახებისათვის მისაღები, მამულის მომავალ ხედვასთან დაკავშირებული წინადადებები, რაც საფუძვლად დაედო საქართველოს მთავრობის მიერ, 2016 წლის 18 მაისს მიღებულ განკარგულებას, მამულის გადმოცემის პროცედურასა და მისი მომავალი განვითარების ძირითადი მიმართულებების თაობაზე.

2016 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მიწვეულმა „ხელმომწერი ოჯახების“ წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს “განზრახულობათა პროტოკოლს”, რომლის თანახმადაც მხარეებმა ვალდებულება აიღეს, რომ მამულის საბოლოო გადაცემის აქტის ხელმოწერა, ნოტარიუსის წინაშე, 2016 წლის 20 სექტემბრამდე განხორციელდებოდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და პრემიერ მინისტრის 2016 წლის 21 ივლისის რიგით მეორე განკარგულებით, ლევილის მამულის რეაბილიტაციისა და მისი შემდგომი მოწყობის მიზნით, განისაზღვრა 5.600.000 (ხუთი მლიონ ექვსასი ათასი) ევრო, მამულის რეაბილიტაციისათვის საჭირო სამუშაოთა 10 წლიანი შემუშავებული გრაფიკის ფარგლებში. ამავე განკარგულებით გადაწყდა სპეციალური ანგარიშის გახსნა, სადაც მობილიზებული იქნება კერძო პირთა შენატანები, რაც ასევე მამულის მომავალ განვითარებას მოხმარდება. ამავე განკარგულებით, ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, გათვალისწინებულია 10 000 ევრო, რომელიც მოხმარდება ლევილის ქართველ მამულიშვილთა საფლავების რესტავრაციას.

“პარიტეტული კომისიის” ფარგლებში განხილვების შედეგად გადაწყდა, რომ ლევილის მამულში დაარსდება : „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი. ლევილის ქართული აკადემია.“ საქართველო ვალდებულებას იღებს, ხსენებული ცენტრის ფარგლებში მოეწყოს ისტორიული სამუზეუმო სივრცე, რომელიც ასახავს, საქართველოს დამოუკიდებელი, პირველი რესპუბლიკის (1918-1921წწ.) პოლიტიკურ ემიგრაციას. მოეწყობა და შესაბამისად აღიჭურვება საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, სამკითხველო და საკონფერენციო დარბაზები. ქართული აკადემიის ფარგლებში კი მოეწყობა სახელოსნო - საცხოვრებელი ბინები, რომელიც როტაციის წესით, უმასპინძლებს ხელოვანებსა თუ მკვლევარებს.
უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წელს ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში, საქართველო ვალდებულებას იღებს, საცხოვრებლით უზრუნველყოს ის პირები, რომლებიც “ასოციაცია ქართულ კერასთან” გაფორმებული კომოდატის ფარგლებში ამჟამად ცხოვრობენ მამულის ტერიტორიაზე.

აღნიშნულ ღონისძიებათა განხორციელების შემდეგ, ლევილის მამული შეინარჩუნებს მის ისტორიულ მნიშვნელობას და ამავდროულად შეიძენს ახალ, მომავლზე ორიენტირებულ, თანამედროვე დინამიკასთან თანხვედრაში მყოფ, დანიშნულებას.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი