საზოგადოება


საფრთხეები შემცირებულია - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
გარემოსა და ბუნებრივი დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში საფრთხეები შემცირებულია.
„ჩნდება ცალკეული კერები, თუმცა წუხანდელთან შედარებით, საფრთხეები შემცირებულია“,- უთხრა მინისტრმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 2500-მდე ადამიანია ჩართული და საჭიროების შემთხვევაში მათი რიცხვი გაიზრდება.
„კვლავ მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე ავიაცია და ცოცხალი ძალა. პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ქარის ინტენსივობის მიხედვით ვერტმფრენის მიერ შესრულებული სამუშაო ხშირად არაეფექტურია იმიტომ, რომ საჭიროა ცოცხალი ძალით იმ კონკრეტული კერების საბოლოოდ დამუშავება-ჩაქრობა. სწორედ ამისთვის არის მობილიზებული ცოცხალი ძალა. დღეის მონაცემებით, 2500-მდე ადამიანია ჩართული. საჭიროების შემთხვევაში ძალა გაიზრდება“, - თქვა მინისტრმა.
შეგახსენებთ, მეექვსე დღეა ბორჯომის ხეობაში ცეცხლს აქრობენ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

თამარ გაბუნია - ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან
19 იანვარი, 2021 , 17:19

ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა
19 იანვარი, 2021 , 14:40

საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი
19 იანვარი, 2021 , 11:19

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს
19 იანვარი, 2021 , 10:20
„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს”
18 იანვარი, 2021 , 21:40

პირველი თებერვლიდან კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდებიან
18 იანვარი, 2021 , 17:45