უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

10 აგვისტო, 2018 12:35
font-size

საფუძველზე, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.კ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 27 ნოემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ.მარნეულში, გ.კ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით მ.ტ.-ს დანით გულმკერდის არეში ოთხი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული მძიმე ხარისხის დაზიანებების შედეგად მ.ტ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გ.კ. იმავე დღეს ქ.მარნეულში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

20 აგვისტო, 2018 , 14:05

17 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებ

ზუგდიდში 41800 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

20 აგვისტო, 2018 , 14:05

11-17 აგვისტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონში განხორციელებული, მიმდინა

ყაზბეგში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

20 აგვისტო, 2018 , 14:05

18 აგვისტოს, საბაჟო გამშვები პუნქტში ,,ყაზბეგი“, არადეკლარირებული ოქროს, საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქ

გლდანში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

20 აგვისტო, 2018 , 10:40

გლდანის რაიონში, ქუჩაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილი უკვე იდენტიფიცირებულია. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცველები იმყოფებ

თბილისში `ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის` ოფისი გაქურდეს

18 აგვისტო, 2018 , 14:00

თბილისში "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ოფისი გაქურდეს. ოფისი პარტიის წარმომადგენლებს დღეს დილით გატეხილი დახვდათ. ოფისიდან წაღებულია ტექნიკა, სადაც, როგორც პარტიის თავმჯდომარე ამბობს, მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთმტკიცებად ამოღებული 5,5 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკები გაანადგურა

18 აგვისტო, 2018 , 12:40

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 200 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა.  უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის 700 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებ

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან