უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

1 მარტი, 2017 13:40
font-size

საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება

16 მარტიდან საგადახდო მომსახურების პროვაიდერები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული ახალი წესის მიხედვით დარეგისტრირდებიან.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ახალი რეგულაცია, ერთის მხრივ, აწესებს ახალ მიდგომებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით და, მეორეს მხრივ, განსაზღვრავს პროვაიდერთა რეგისტრაციისა და რეგულირების სამართლებრივ ჩარჩოს.

,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, პროვაიდერების მიმართ დადგინდა მოთხოვნები მომხმარებელთა საჩივრების მიღების წესისა და მათი განხილვის ვადების შესახებ. კერძოდ, წესის მიხედვით, პროვაიდერს განესაზღვრა არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადა მომხმარებლის საჩივარზე რეაგირებისთვის.

დოკუმენტი, ასევე, განუსაზღვრავს პროვაიდერს მომხმარებლის ფულადი სახსრების განთავსებისა და დაცვის მოთხოვნებს, მათ მიერ საოპერაციო ფუნქციების აუთსორსინგულ კომპანიაზე (სხვა პირზე) გადაცემისა და საგადახდო მომსახურების განხორციელებისას აგენტების გამოყენების პირობებს. მსხვილ (მნიშვნელოვან) პროვაიდერს დაუწესდა დამატებითი მოთხოვნები წესებისა და პროცედურების, უსაფრთხოების ზომების, ასევე რისკების შეფასებისა და მათი შემცირების ღონისძიებების დანერგვის მიზნით. ახალ წესში დაზუსტდა პროვაიდერის სათაო ოფისის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მოთხოვნებიც.

საგადახდო მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის მიღებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისკენ. აღნიშნულ წესში ასევე გათვალისწინებულია ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის (FSAP) რეკომენდაციები.

დღეისათვის საქართველოში კომერციულ ბანკებთან ერთად საგადახდო მომსახურებას ახორციელებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერები. აღნიშნულ პირებს დიდი წვლილი შეაქვთ მომხმარებლებისთვის საგადახდო მომსახურების მიწოდების ნაწილში, როგორიცაა გადახდების განხორციელება თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით, გადახდები სატრანსპორტო საშუალებებში, ელექტრონული ფულის გამოშვება და მათი მეშვეობით გადახდის ოპერაციების განხორციელება და სხვა’’, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

18 თებერვალი, 2019 , 16:14

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრები, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდნენ. განხილვის მთავარი თემა, კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები იყო, მათ შორის, ასეთი

გიორგი ქობულია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვაზილ ჰუდაკს შეხვდა

18 თებერვალი, 2019 , 16:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვაზილ ჰუდაკსა და თანმხლებ პირებს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოა

ეროვნული ბანკმა 15 მილიონი დოლარი შეისყიდა

15 თებერვალი, 2019 , 17:00

დღეს, 15 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6414 შეადგინა.

სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება - გიორგი ქობულია

15 თებერვალი, 2019 , 16:40

„სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება და მასში მონაწილეობის საშუალება ყველას ექნება“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მ

„ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ - პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

15 თებერვალი, 2019 , 16:10

სასტუმრო „თბილისი რუმსში“, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმ

TBC ბანკმა ერთ დღეში დაახლოებით 176 მილიონი ლარი დაკარგა - აქციების ღირებულება 6.66% გაუფასურდა

15 თებერვალი, 2019 , 15:49

ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC ბანკის აქციები უფასურდება. ამ დროისთვის TBC-ის ერთი აქციის ღირებულებაა 13.34 გირვანქა სტერლინგია, რაც 2016 წლის 2 დეკემბრის შემდეგ, მინიმალურ ფასია. ბოლო 24 საათში TBC-ის