უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

17 აპრილი, 2018 11:35
font-size

საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე ხუთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში, კახეთის, მცხეთისა და აჭარის რეგიონებში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ხუთი ფაქტი გამოავლინეს და ხუთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პირები, უკანონო სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო დოკუმენტაციის გაყალბებას და რეალიზაციას ახდენდნენ. კერძოდ, მათ დაამზადეს და გაასაღეს ყალბი ანგარიშ - ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, რომლის თანახმად, თითქოსდა რეალიზებულ იქნა სხვადასხვა დასახელების საქონელი - სამშენებლო და ხის მასალები, ასევე, სამეურნეო დანიშნულების პროდუქცია.

საქონლის რეალური მიწოდების გარეშე ფიქტიურად გამოწერილი, გაყალბებული საგადასახადო დოკუმენტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 300 000 ლარს შეადგენს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4-წლამდე ვადით.

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის ბრალდებულებს 8 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

18 იანვარი, 2019 , 14:04

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის ბრალდებულები თ.ჩ.და გ.მ. დამნაშავედ ცნო. გენერალური პროკურატურის ინფორ

დაუყოვნებლივ მიეცეს პასუხისმგებლობაში ყაზტრანგაზი, როგორც ამ დანაშაულის ჩამდენი - ადვოკატი

18 იანვარი, 2019 , 11:38

აფეთქების შედეგად დაზარალებული კომპანიის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ ყაზტრანგაზ-თბილისმა პროფესიული გულგრილობა გამოიჩინა. მისი აზრით, კომპანიამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ჯოხი კომპანიაზე არ უნდა გადატეხ

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

18 იანვარი, 2019 , 11:27

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციი

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ ნანა ხუნჯუა აირჩიეს

16 იანვარი, 2019 , 17:49

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ პროკურორი ნანა ხუნჯუა აირჩიეს. როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, ხუნჯუა ფარული კენჭისყრით აირჩიეს. ხმების რაოდენობით, მეორე ადგილი ირმა ჭკადუამ დაიკავა. აღნიშნულ პოზიციაზე ხუნჯუა 2 წლ

თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა - დაკავებულია 2 პირი

16 იანვარი, 2019 , 13:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ. ა. განზრახ მ

EMC დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თვითნებურ პრაქტიკას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

16 იანვარი, 2019 , 12:46

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. EMC მიიჩნევს, რომ არაკონსტიტუციურია კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებიც ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად ართულებს პირისთვი