უკან

პოლიტიკა

29 დეკემბერი, 2016 12:55
font-size

საგადასახადო გარემო ბიზნესის მიმართ გახდება კიდევ უფრო მეგობრული და მაქსიმალურად წაახალისებს ინვესტიციებს - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინიტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეკონომიკური რეფორმის მიმართულებით, რომელიც ორიენტირებულია კერძო სექტორის მაქსიმალურ წახალისებასა და მის გაძლიერებაზე, შეიქმნა მნიშვნელოვანი საგადასახადო სტიმულები - რეინვესტირების შემთხვევაში ბიზნესი აღარ დაიბეგრება მოგების გადასახადით.

როგორც პრემიერმა მთავრობის 2016 წლის მუშაობის შეჯამებისას განაცხადა, ამით ბიზნესსექტორში დარჩება 600 მილიონამდე ლარი, რაც საშუალებას იძლევა, ეს თანხები მოხმარდეს გაფართოებას და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები.

,,ჩვენ უკვე განვახორციელეთ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში. საგადასახადო გარემო ბიზნესის მიმართ გახდება კიდევ უფრო მეგობრული და მაქსიმალურად წაახალისებს ინვესტიციებს.

ჩვენ ისევ გავაგრძელებთ და გავაფართოებთ ყველა იმ პროგრამას, რომლებიც ხელს შეუწყობს მეწარმეებს, დამწყებ ბიზნესს, ინოვაციურ ბიზნესპროექტებს - ეს არის პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში", აგროკრედიტებისა და აგროდახმარების პროგრამები, ,,სტარტაპების" დაფინანსება და ა.შ.

ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს კონკრეტული შედეგები - პროგრამაში „აწარმოე საქართველოში" ჩართულ 10 კომპანიაზე, რომელიც სრული სტატისტიკური კანონზომიერებების ამსახველი შერჩევის შედეგად შეირჩა, სუბსიდიის სახით სახელმწიფოსგან გაცემულია 5 289 00 ლარი და მათი საქმიანობის 2 წლის განმავლობაში, გადასახადების სახით უკვე შემოტანილია 5 090 000 ლარი; შეიქმნა 313 ახალი სამუშაო ადგილი, რაც იმას გულისხმობს, რომ მას შემდეგ, რაც სუბსიდია შეწყდება, რა თქმა უნდა, ეს გადასახადი იქნება წმინდა შემოსავალი ბიუჯეტში და დასაქმებულები დარჩებიან დასაქმებულებად. ეს არის ძალიან კარგი ეფექტი, რომელიც ამ პროგრამამ მოიტანა’’, - აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, მთლიანად, ორი წლის განმავლობაში, პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, 235 პროექტი განხორციელდა, რომელთა მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიციის მოცულობა აღწევს 522 000 000 ლარს და ჯამურად, მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში, შექმნილია 11 000 ახალი სამუშაო ადგილი.

,,ასევე, 2016 წლიდან დავიწყეთ პროექტი „სტარტაპ საქართველო", რომლის ფარგლებშიც უკვე დაფინანსდა 60-ზე მეტი ახალი დამწყები ბიზნესი. გუშინ ჩვენ დავაჯილდოვეთ კიდევ 9 ახალი გამარჯვებული და ამ მიმართულებით 900 ათასი ლარი გაიცა. ეს არის ჩვენი ეკონომიკის ყველაზე დიდი ზრდის პოტენციალის მქონე ქვესექტორი და ამ მიმართულებით მთავრობის ძალისხმევა გაგრძელდება. ეს არის ტრანსფორმაცია, მაგრამ ყველაზე დიდი ეფექტი, რაც ამ პროგრამებს მოაქვს, არის აზროვნებაში ცვლილება, რათა ახალგაზრდებმა იფიქრონ, რომ გახდნენ დამსაქმებლები’’, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მიისვე თქმით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით შეიქმნა 154 ახალი და გაფართოვდა 700 საწარმო; აქედან, მხოლოდ 2016 წელს, გაიხსნა 21 ახალი საწარმო.

,,ყველა ეს სახელმწიფო პროექტი საზოგადოებაში სამეწარმეო სულისკვეთების ჩამოყალიბებას ემსახურება და ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების აზროვნების ტრანსფორმირების თვალსაზრისით, რომ ისინი გახდნენ მეწარმეები და შექმნან ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილები.

2016 წელი წარმატებული იყო ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული პროექტების მიმართულებითაც. დასრულდა პროგრამა „სინათლე ყველა სოფელს", რომლის ფარგლებში ელექტროენერგია უკვე მიეწოდება 30 უშუქო სოფელს. აშენდა საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური, ექსპლუატაციაში შევიდა კიდევ 4 ახალი ჰიდროელექტროსადგური’’, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, შემუშავდა მმართველობითი რეფორმა, საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით შეიქმნა ერთიანი „ბიზნესსახლის" პროექტი, რომლის მშენებლობაც 2017 წლიდან დაიწყება და სადაც ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ბიზნესს მოემსახურება ერთი ფანჯრის პრინციპით.

,,ამასთან ერთად, დაიხვეწება და გაუმჯობესდება ონლაინმომსახურება, დაემატება ახალი დისტანციური სერვისები და მოხდება სახელმწიფო სერვისების საფასურის ოპტიმიზაცია.

ეს რეფორმა სხვა ანალოგიურ პლატფორმასთან ერთად, ხელს შეუწყობს საზოგადოების მონაწილეობას მმართველობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და, შესაბამისად, ხალხს ექნება უფრო მეტი შესაძლებლობა აკონტროლოს ხელისუფლება და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება მიღებული მმართველობის პროცესში’’, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

5 ივლისი, 2020 , 10:35

საქართველოს 6 ივლისს ვიზიტით ეწვევა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამ

მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გაართულებს თურქეთის საგარეო-პოლიტიკურ მდგომარეობას - შალვა ნათელაშვილი

4 ივლისი, 2020 , 15:10

მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გაართულებს თურქეთის საგარეო პოლიტიკურ მდგომარეობას, მათ შორის საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობაშიც შეიტანს ბზარებს, – ამის შესახებ „ლეიბორ

„ქართული ოცნება” განწირულია ოპოზიციაში გადასვლისთვის - გიორგი კანდელაკი

3 ივლისი, 2020 , 16:55

“რაც უნდათ, ის დაგვიძახონ. ეს ვერ უშველის მათ გარდაუვალი მარცხისგან და ჩვენი ხალხის ნების განხორციელებისგან”, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა. მისი თქმით,

რეფორმები ჩვენი ნორმალური მდგომარეობა უნდა გახდეს - გიორგი გახარია

3 ივლისი, 2020 , 15:20

საპარლამენტო რესპუბლიკა და პროპორციული საარჩევნო სისტემა არის თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მახასიათებელი, ამან ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს ჩვენი პოლიტიკური ველი, ჩვენი პოლიტიკური კულტურა, - ამის შესახე

„მომეწონა ხელისუფლებაში ყოფნა, ქვეყნის ძარცვა, კორუფცია გადასარევია და ამიტომ უნდა დავრჩე“ - სავარაუდოდ ეს იქნება „ქართული ოცნების“ ბოლო საარჩევნო დაპირება - დავით ჭიჭინაძე

3 ივლისი, 2020 , 12:55

„მომეწონა ხელისუფლებაში ყოფნა, ქვეყნის ძარცვა, კორუფცია გადასარევია და ამიტომ უნდა დავრჩე“ - სავარაუდოდ ეს იქნება „ქართული ოცნების“ ბოლო საარჩევნო დაპირება, სხვა აღარაფერი დაიტოვეს, - ამის შესახებ

იმ ქვეყანასთან თანამშრომლობა, სადაც პოლიტპატიმრები არიან, არც ერთ ნორმალურ სახელმწიფოს არ სურს - ბადრი ჯაფარიძე

2 ივლისი, 2020 , 17:35

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე 8 მარტის შეთანხმებაზე საუბრობს. მისი განცხადებით, ქვეყანაში მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება ხდება და მმართველი გუნდის განცხადება, ქვეყანაში პოლიტპატ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე