უახლესი ამბები
- 24.04.2024 18:09Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
- 24.04.2024 15:01სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
- 24.04.2024 14:53სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი
- 24.04.2024 14:41დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“
- 24.04.2024 14:16იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს
- 24.04.2024 13:01საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება
- 24.04.2024 12:38მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`
- 24.04.2024 11:57ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება
- 24.04.2024 11:30შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- 24.04.2024 11:19პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს
არქივი
ეკონომიკა
საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდა.
განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის შემუშავების მიზეზი ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოვება და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაა.
რაც შეეხება კანონპროექტით შემოთავაზებულ ცვლილებებს, ცვლილებები შეეხო საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ დღგ-ის მარეგულირებელ ყველა დებულებას. მათ შორის, კანონპროექტის მიხედვით, იქმნება შესაძლებლობა მეორადი საქონლის, ხელოვნების ნიმუშის, საკოლექციო ან ანტიკვარული ნივთის მიწოდება დაიბეგროს მოგების მარჟის მიხედვით.
განმარტებითი ბარათის თანახმად, სამედიცინო და საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად დაბეგვრისგან თავისუფლდება მასთან უშუალოდ დაკავშირებული და დამხმარე მომსახურების/საქონლის მიწოდება. ასევე, დაბეგვრისგან თავისუფლდება რელიგიური ორგანიზაციის მიერ პერსონალით უზრუნველყოფის მომსახურება, მათ შორის, სამედიცინო ან საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით, მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება ორგანიზაციის მიერ, სამედიცინო, საგანმანათლებლო და ცალკეული სოციალური ხასიათის საქმიანობისათვის სახსრების მოზიდვის მიზნით და სხვა.
ამასთან, კანონპროექტს ახლავს რეგულირების გავლენის ანალიზი, რომლის მიხედვითაც, კანონპროექტი გადასახადის გადამხდელებზე გავლენას იქონიებს. კერძოდ, სავარაუდო სარგებელი ბიზნესისათვის კანონოპროექტის ამოქმედებიდან 10 წლის განმავლობაში შეადგენს 1 666 686 ლარს.
„ შესაძლოა, გაიზარდოს საქველმოქმედო მიზნით განხორციელებული უსასყიდლოდ მიწოდებული საქონლის/მომსახურების ოპერაციების რაოდენობა, შესაბამისი საგადასახადო ტვირთის შემცირების გამო“,-აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
აღნიშნული კანონპროექტის ავტორი ფინანსთა სამინისტრო, ინიციატორი კი საქართველოს მთავრობაა.