უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

21 მაისი, 2019 15:40
font-size

საგადასახადო ორგანოს მიერ თბილისში 23 640 ლარის ღირებულების კონტრაფაქციული საქონელი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოში Massimo Dutti-ის წარმომადგენლის წერილობითი მომართვის საფუძველზე, დაგეგმეს კონტროლის ღონისძიებები, რის შედეგადაც, 23 640 ლარის ღირებულების სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონელი გამოავლინეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, კერძოდ, ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთ ობიექტში განხორციელდა ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა. საკონტროლო შესყიდვის დროს 11 970 ლარის ღირებულების საქონელზე არ იქნა გამოყენებული საკონტროლო სალარო აპარატი და არ გამოიწერა ტრანსპორტირების სასაქონლო ზედნადები. შესაბამისად, მეწარმეს შეეფარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქცია. ამასთანავე, ინვენტარიზაციის პროცედურის დროს ობიექტში ფაქტობრივად აღირიცხა 23 640 ლარის ღირებულების საქონელი, რომელიც საქართველოში Massimo Dutti-ის წარმომადგენლის დასკვნის საფუძველზე, აღმოჩნდა სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი კონტრაფაქციული საქონელი ამოღებული იქნა სამოქალაქო ბრუნვიდან, ხოლო, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

პოლიციამ აჭარაში 169 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო

20 ივლისი, 2019 , 10:31

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღე

20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა განესაზღვრა

19 ივლისი, 2019 , 16:21

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებულ სოსო ბაჯელიძესა და ცოტნე ცოტნიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. პროკურატურა ბრალდებულების მიმ

აბიტურიენტის ჩარიცხვისათვის ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელი და მოქალაქე დააკავეს

19 ივლისი, 2019 , 10:49

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავა

იუსტიციის სამინისტრო ნოდარ გოგალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვეყნებს

18 ივლისი, 2019 , 15:45

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ნოდარ გოგალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვეყნებს. „2009 წლის 7 დეკემბერს ნოდარ გოგალაძემ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თა

იმედი გვაქვს „რუსთავი 2“-ის პრაქტიკა სხვა დაზარალებული მესაკუთრეების საქმეებზეც გავრცელდება - „თავისუფალი საქართველო“

18 ივლისი, 2019 , 15:15

„რუსთავი 2“-ის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა ეხმაურება: „გვურს ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ „ნაციონალური მოძრაობი

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს