უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 თებერვალი, 2020 14:56
font-size

საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის რეფორმა ნათია მეზვრიშვილმა ვენეციის კომისიის მდივან თომას მარკერტთან განიხილა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვენეციის კომისიის მდივანს, თომას მარკერტს შეხვდა.

როგორც “მედიანიუსს“ მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება საქართველოში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის რეფორმის მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

შეხვედრაზე ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმა შინაგან საქმეთა სამინისტროში კრიმინალური პოლიციის რეფორმის პარალელურად დაიწყო და საკანონმდებლო დონეზე საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების გამიჯვნის გზით, გამოძიების ხარისხის ამაღლებას ისახავს მიზნად. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, სისხლის სამართლის პროცესის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების განსაზღვრისას ბალანსის დაცვა, დემოკრატიული და კანონის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებული სახელმწიფო მართვის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმის კონცეფციაზე ვენეციის კომისიამ დასკვნა 2019 წლის მარტში მოამზადა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი.

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი